სოფელ ვარდისუბანში 27 წლის ქალი დაჭრეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში 27 წლის ქალი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, იარაღი იმავე სოფელში მცხოვრებმა მამაკაცმა გაისროლა, თუმცა ტყვია შემთხვევით 27 წლის ქალს გულმკერდის არეში მოხვდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19_108-ე მუხლით დაიწყო, რომელიც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი