თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელი საავადმყოფოშია გადაყვანილი
გუშინ საღამოს თბილისში მიმდინარე აქციის დროს, თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძვანელი ნიკოლოზ შარვაშიძე დააკავეს.
მისი მეგობრების ინფორმაციით, ის პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.
მათივე თქმით, პოლიციელებმა ნიკოლოზ შარვაშიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც ნიკოლოზ შარვაშიძეს მეგობარი, არჩილ მჭედლიშვილი აცხადებს, ის აქციაზე დასასწრებად გვან წავიდა, ზუსტად იმ დროს, როცა პარლამენტის წინ აქცია დაშალეს.
ჟურნალისტ მაკა მოსიაშვილის თქმით, ნიკოლოზ შარვაშიძე პოლიციამ სცემა და ახლა ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
,,ნიკა დააკავეს, გადაიყვანეს კაპაზეში და სცემეს. მერე გადაიყვანეს საავადმყოფოში. ახლა ცუდადაა და სამედიცინო დახმარებას ელოდება. გამოკვლევის ჩატარებაა საჭირო. მერე სასამართლო აქვს, ხელწერილით არის გამოშვებული’’,- აცხადებს მაკა მოსიაშვილი.
მათივე თქმით, ნიკოლოზ შარვაშიძეს ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.