მალხაზ მაჩალიკაშვილი – თავში მესროლეს დამიზნებით
დაზიანება მივიღე. თავში მესროლეს დამიზნებით, იმიტომ, რომ გამახსენონ ტკივილი, თემირლანი არის პირდაპირ თავში სროლით მოკლული, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ინგოროყვას კლინიკის დატოვების შემდეგ განაცხადა.
მისივე განცხადებით, თავის დაზიანება რეზინის ტყვიის მოხვედრის შემდეგ მიიღო, რომელიც მას რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე თავში დამიზნებით ესროლეს.
ამასთან, მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ამჟამად თავს ნორმალურად გრძნობს და ექიმების თხოვნის მიუხედავად, რომ საავადმყოფოში დარჩენილიყო, მან კლინიკა დატოვა.