სახალხო დამცველი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე აკვირდებოდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს;
აპარატის თანამშრომლებმა პოლიციის სამმართველოებში მოინახულეს აქციის დაკავებული მონაწილეები, რომელთა ნაწილმაც სამართალდამცავთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიუთითა.
„სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქტიურად სწავლობენ აქციის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ თითოეულ ინციდენტს. ასევე მუშაობენ სავარაუდოდ დაკავებულ და დაკარგულ პირთა ადგილსამყოფელის დასადგენად. ამასთან, დააკვირდებიან სასამართლო პროცესებს, მოინახულებენ საავადმყოფოში გადაყვანილ დაზარალებულებს.
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს სახალხო დამცველი სამართლებრივად მოგვიანებით შეაფასებს.
სავარაუდო უფლებადარღვევის თაობაზე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს: 1481“, – აღნიშნულია სახალხო დამცველი აპარტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნიკოლოზ ესიტაშვილი