გუშინდელი მოვლენების შედეგად, სტაციონარებში 240 ადამიანი შეიყვანეს
სულ სტაციონარებში შემოყვანილი 240 ადამიანი იყო, აქედან 80-პოლიციელია.
ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუამ ინგოროყვას კლინიკაში დაშავებულების მონახულებისას განაცხადა.
„კონკრეტულად ინგოროყვას კლინიკაში შემოყვანილი იყო 46 პაციენტი, მათგან 35 გაწერილია, ხოლო 11 განაგრძობს მკურნალობს. რაც შეეხება საერთო მონაცემებს, სულ სხვადასხვა სტაციონარში 240 ადამიანია შემოყვანილი. ამ წუთას კი 102 ადამიანი ჰოსპიტარიზებულია.
უმრავლეს შემთხვევაში მათ აღენიშებოდათ ტრავმა, დაჟეჟილობა და თვალის დაზიანებები. ამ წუთებში მიმდინარეობს 2 ოპერაცია, მათგან ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, თვალის დაკარგვა 2 ადამიანის შემთხვევაში დაფიქსირდა.
ფოტო: გიორგი გოგუა