საია აქციისას დაკავებულ და დაშავებულ მოქალაქეებს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციისას დაკავებულ და დაშავებულ მოქალაქეებს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქეებს სთხოვს, მათ ოფისს დაუკავშირდნენ.
„საია მზადაა აქციისას დაკავებულებსა და დაზარალებულებს სამართლებრივი დახმარება გაუწიოს. გთხოვთ, მოგვაწოდოთ დაშავებულებისა და დაკავებულების შესახებ ინფორმაცია შემდეგ ნომერზე: 577 07 05 11“,– ნათქვამია საიას მიერ გავრეცელებულ განცხადებაში.
ფოტო: გიორგი გოგუა