ქეთევან ციხელაშვილი პანკისში შეხვედრებს გამართავს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პანკისის ხეობაში შეხვედრებს გამართავს.
ქეთევან ციხელაშვილი სოფელ ყვარელწყალში ახალგაზრდებსა და უხუცესებს შეხვდება. სოფელ ომალოში სახელმწიფო მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვეედრას გამართავს.
სოფელ დუისში კი დაგეგმილია ქალტა საბჭოსთან შეხვედრა. შეხვედრები 12:30 საათზე დაიწყება და 17 საათამდე გასტანს. ბოლო პერიოდის განმავლობაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პანკისის ხეობა უკვე მესამედ სტუმრობს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი