ახმეტაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები და ზარალის დათვლა მიმდინარეობს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში სპეციალური ტექნიკის დახმარებით სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები და ზარალის დათვლის პროცეს მიმდინარეობს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ უამინდობამ მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს პრობლემები შეუქმნა. უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე ალაზანმა ჯებირები გაარღვია და კალაპოტიდან გადმოვიდა. დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და დაზიანდა სოფლის შიდა გზები.
,,სტიქიამ ყველაზე მეტად ილტოს და ორვილის ხეობის მიმდებარე ტერიტორია დააზიანა. სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში და მას შემდეგაც აქტიურად მუშაობს სპეციალური ტექნიკა, მიმდინარეობს გზების გაწმენდა.
სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე”,- განაცხადეს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში.