ახმეტელი ძიუდოისტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული გახდა
ახმეტის ზურაბ ზვიადაურის სახელობის ძიუდოს სასპორტო სკოლის ძიუდოისტი ნიკა ბაჩიაშვილი 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული გახდა.
ნიკა ბაჩიაშვილმა ავსტრიელი, იტალიელი და ფრანგი მეტოქეების დამარცხების შემდეგ, ფინალში რუმინელ მატეი ალეკსანდრუსთან ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ბაჩიაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ბაქოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პირველი ოქროს მედალი მოუტანა.