სალომე ზურაბიშვილი გურჯაანსა და სიღნაღში შეხვედრებს გამართავს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გურჯაანის და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში შეხვედრებს გამართავს.
როგორც Knews.ge-შ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს სიღნაღიდან დაიწყებს, სადაც ის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდება.
,,შეხვედრები 11 საათზე დაიწყება სიღნაღში ადგილობრივ ხელისუფლებასთან. 12:30 საათზე ის ახტალას ესტუმრება და არსებულ სიტუაციას გაეცნობა.
გარდა ამისა, 13:00 საათზე დაესწრება გურჯაანის იუსტიციის სახლთან ც ჰეპატიტის სკრინინგის პროცესს და 13:15 გურჯაანში კლინიკას დაათვალიერებს”,- განუცხადეს knews.ge-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი კახეთში შეხვედრებს მეორე დღეა მართავს. გუშინ ის სოფელ კაჭრეთში პროფესიულ სასწავლებელ ,,აისს” ესტუმრა და კინოხელოვნების ბანაკი მოინახულა.
პრეზიდენტმა დაათვალიერა კოლეჯის თეორიული და პრაქტიკული სწავლების კორპუსები და სტუდენტთა პანსიონი, რომლითაც ამჟამად კინოხელოვნების ბანაკის ბავშვები სარგებლობენ.