ახალი ამბები

პრეზიდენტი კურორტ უჯარმას ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი კახეთის რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს. სალომე ზურაბიშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კურორტ უჯარმას ესტუმრა.

პრეზიდენტი ასევე გაეცნო სოფელ უდაბნოში მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო პროექტს.

მისი თქმით, საქართველოს ყველა რეგიონს სხვადასხვა მიმართულებების თვალსაზრისით, განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია, რომელსაც ათვისება სჭირდება.

პრეზიდენტმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მდებარე ლავანდას პლანტაციებიც დაათვალიერა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი