ახალი ამბები

ღვინის ფესტივალს გურჯაანში სალომე ზურაბიშვილი დაესწრო

ღვინის ფესტივალს გურჯაანში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.

პრეზიდენტმა დაათვალიერა ღვინის გამოფენა, მოსახლეობას გაესაუბრა და ჩურჩხლის ამოვლებაში მიიღო მონაწილეობა.

მისი თქმით, წლევანდელი რთველი წარმატებული იყო და მნიშვნელოვანია, რომ ღვინის ბიზნესში ყოველწლიურად მეტი ქალი ერთვება.