სილქნეტმა ჯეოსელის მეოთხე თაობის ქსელი (4.5G) გააძლიერა (R)
ბოლო პერიოდში, სილქნეტმა თბილისსა და რეგიონებში, მობილურ ქსელის მიმართულებით, მასშტაბური მოდერნიზაციის სამუშაოები ჩაატარა, რომლის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, 4.5G ინტერნეტის დაფარვა გაიზარდა, ასევე გაუმჯობესდა მომსახურების ხარისხი.
კახეთის რეგიონში ჩატარდა ინტენსიური სამუშაოები, რომელთა მიზანი იყო არსებული მეოთხე თაობის ქსელის გაძლიერება 4.5G, ხოლო იმ ადგილებში, სადაც მომხმარებელი ადრე ვერ სარგებლობდა მეოთხე თაობის ინტერნეტით, დაინერგა აღნიშნული ტექნოლოგია.
მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მეოთხე 4.5G შემდეგ ქალაქებში: ახმეტა, დედოფლისწყარო, გურჯაანი, ყვარელი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, თელავი. 50-მდე ქალაქს, სოფელსა და დასახლებულ პუნქტს 4.5G ქსელი ემსახურება.
(აკურა, აფენი, არბოშიკი, არხილოსკალო, ახალსოფელი, ბადიაური, ბაკურციხე, ჩადუნიანი, ჩირინა, ჩუმლაყი, გავაზი, იორმუღანლო, კაბალი, კაჭრეთი, კაკაბეთი, ახალსოფელი, ყარაჯალა, კარდენახი, კართუბანი, კაზანიანი, ქვემო ალვანი, ლალისყური, მანავი, მაშნაარი, მაწიმი, მსხალგორი, ნანიანი, ოჟიო, პატარძეული, ფშაველი, საჭალე, სანავარდო, სართიჭალა, შაშიანი, შიბლიანი, შილდა, თამარიანი, ტიბაანი, წყაროსთავი, უჯარმა, უზუნთალა, ვაჩნაძიანი, ვაქირი, ვარდისუბანი, ვეჯინი, ველისციხე, ზემო ალვანი, ზემო ქედი, წნორი).
აღნიშნული სამუშაოების შედეგად, მომხმარებელი მიიღებს გაცილებით სტაბილურ სიგნალს და ბევრად უფრო მაღალ სიჩქარიან ინტერნეტს. გაძლიერებული 4.5G ქსელის პირობებში მომხმარებლები, დაახლოებით, 5-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით შეძლებენ სარგებლობას.
კომპანია კვლავაც გააგრძელებს თანმიმდევრულ სამუშაოებს ჯეოსელის ქსელის გასაძლიერებლად რეგიონის დანარჩენ ტერიტორიაზე, რათა საუკეთესო მომსახურება შესთავაზოს თავის აბონენტებს.