ახალი ამბები

უცნობია რამდენი მილიონი ლარით განისაზღვრება თელავის ბიუჯეტი

როგორც Knews.ge–ს თელავის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა განუცხადა, უცნობია რამდენი მილიონი ლარით განისაზღვრება ბიუჯეტი. ნათია ვაყელიშვილის ინფორმაციით, მთავარი საფინანსო დოკუმენტის პრიორიტეტები კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური სფერო იქნება. 
„ამჟამად თელავის მერიაში მიმდინარეობს 2018 წლის ადგილობრივ ბიჯეტზე მუშაობა. ჯერჯერობით არ ვიცით, რამდენი მილიონი ლარი იქნება თელავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი. ამჟამადაც ვაზუსტებთ რა თანხა იქნება გათვალისწინებული მთავარ საფინანსო დოკუმენტში“, – განუცხადა Knews.ge–ს ნათია ვაყელიშვილმა. 
მისივე თქმით, მერია საკრებულოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს 10 დეკემბერს წარუდგენს.