ახალი ამბები

გურჯაანის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 20 სტუდენტი 500 ლარით დაჯილდოვდება

გურჯაანის წარმომადგენლობითი ორგანოს ინფორმაციით, წარჩინებულ სტუდენტთა დაჯილდოების კომისია შეიქმნა. უწყების ცნობით, კომისია წარმატებულ სტუდენტებს გამოავლენს სამ ძირითად საგანში – ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ზოგად უნარებსა და უცხო ენაში მიღებული ნედლი ქულების დაჯამებით. 
,,სტუდენტებს, რომლებსაც სურთ მიიღონ საკრებულოს მიერ გამოყოფილი 500 ლარიანი ჯილდო, მიმდინარე წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კანცელარიაში უნდა წარმოადგინონ სხვადასხვა სახის საბუთები: დაწერონ განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს ქულათა ამონაწერი გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, სრული ზოგადი განათლების ატესტატის და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები”,- განუცხადეს Knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.