ახალი ამბები

საგარეჯოს საკრებულოში 5 კომისია და 1 ფრაქცია შეიქმნა

,,ხუთი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეც ავირჩიეთ. იურიდიულ საკითხთა კომისიას ზურაბ უსტიაშვილი უხელმძღვანელებს, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას – ელენე სამხთუაშვილი, სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიას – თამაზ ურდულაშვილი, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას – ივანე ივანიშვილი, ხოლო სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიას კი – გივი ბედიაშვილი. რაც შეეხება ფრაქციას მხოლოდ ერთი ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დარეგისტრირდა, რომლის თავმჯდომარე იქნება ელდარ მეფარიძე”, – განუცხადა knew.ge-ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ოთარ ჩალათაშვილმა.