გამარჯობა აფრიკა
დილის 6 საათია. 2017 წლის მარტის ბოლო დღე და ამავე დროს, შემოდგომის შუაგული. მზე 30 გრადუსამდე აცხუნებს.ირგვლივ მწვანე, ხასხასა პალმები, ვარდები, აყვავებული უცნაური ყვავილები, მსხმოიარე პომიდვრები და ვენახებია, რომელსაც შორიახლოს კამკამა წყაროები ჩამოუდის. იქვე თეთრ პერანგში გამოწყობილი აფრიკელი მუშები ფუსფუსებენ, სასტუმროს ეზოს რწყავენ და სტუმრებს გამორჩეული, ე.წ. ჰოლივუდური ღიმილით აჯილდოვებენ. აფრიკაში პირველად ვარ. ზოგადად კონტინენტი ჩემთვის აღმოჩენაა. რა ვიცოდი აფრიკის შესახებ? ბევრი არც არაფერი. მცირე გეოგრაფიული და ისტორიული ცოდნა, ცოტა რამ აპარტეიდის და ნელსონ მანდელას შესახებ. სულ ესაა.
იოჰანესბურგის აეროპორტიდან გამოვდივართ. ჩემი მეგზური ნესტანია, პროექტის –MOLI კახეთში წარმომადგენელი. უნდა ვაღიარო, რომ ამ ორგანიზაციის და ნესტანის დამსახურებაა ამ უცნაურ და აღმოჩენებით სავსე მოგზაურობაში რომ ამოვყავი თავი. ჩემი აგროჟურნალისტიკით დაინტერესების მიუხედავად, მსოფლიო აგროჟურნალისტთა კონგრესის შესახებ არაფერი ვიცოდი. მონაწილეთა შესარჩევი ანკეტა მისი რჩევით შევავსე და გამიმართლა. მე მოვხვდი მსოფლიო აგროჟურნალისტთა გილდიის მიერ არჩეულ 10 იღბლიანს შორის, რომელსაც სამხრეთ აფრიკის აგროინდუსტრიის სასწაულის შესახებ შეეძლო საკუთარი თვალით ენახა და გაეგონა.
ბოლო რამდენიმე დღეა შორეული მოგზაურობის წინ უამრავ საქმეს ვაგვარებთ. რედაქცია ახალ ოფისში გადაგვაქვს. ინტერნეტი, წყალი, შუქი, რემონტი, დასუფთავება, ყველაფერი ერთად დაემატა ჩემი განრიგის გრძელ სიას. სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობა მართლა ციდან მოწვეტილ საჩუქარს ჰგავს. ვისაც ერთხელ მაინც უგემია ქანცგამწყვეტი რიტმიდან ცოტა ხნით გადართვა რა შვებაა, მიხვდება, რასაც ვგულისხმობ. ოღონდ ძნელად თუ წარმოვიდგენდი, ეს საჩუქარი თუ აღმოჩნდებოდა ასეთი საინტერესო, რაც შემდგომ ვნახე.
მოკლეთ, მინდა ეს საჩუქარი თქვენც გაგიზიაროთ. შევეცდები, თქვენც გაგაცნოთ შორეული სამხრეთ აფრიკის ის ნაწილი, რაც საკუთარი თვალით ვნახე და შევიგრძენი.
დღე პირველი:
14 საათიანი ავიამოგზაურობა ყატარის ავიახაზებით დავიწყეთ და თბილისიდან დოჰასკენ გავეშურეთ. 1 საათიანი შესვენება ბაქოში უჩვეულო აღმოჩნდა, მგზავრები ისე დავიმატეთ, ბორტიდან არ გადავსულვართ, მაგრამ ყატარის ბენეფიტი ისაა, რომ იოჰანესბურგამდე რვასაათნახევრიანი გზაDreamliner-ით გავჭერით. განსაკუთრებული მადლობა თბილისელ ოპერატორ გოგონას, რომელმაც საუკეთესო ადგილები და ღიმილი გამოგვაყოლა, 5 საათი დოჰამდე და 9 საათი იოჰანესბურგამდე. დამიჯერეთ, ყატარელებმა იციან დამქანცველი გზა საუკეთესო მგზავრობად როგორ აქციონ.
იოჰანესბურგის აეროპორტში მასპნიძლებმა მძღოლი დაგვახვედრეს. შევიტყვეთ, რომ ირლანდიელ ჟურნალისტს,რეიჩელ მარტინს უნდა დავლოდებოდით. ლონდონის ლაინერიც მალე დაჯდა.
პირველი, რაც ქვეყანაში ჩასულ სტუმარს ხვდება, ეს არის მძღოლი, გზა და ქალაქის ხედები, რომელიც ქვეყანაზე პირველ შთაბეჭდილებას ქმნის. ჩემი ნება რომ იყოს, საქართველოში ჩამოსულ ყველა სტუმარს სპეციალურ, კომფორტულ მანქანებს და ღიმილიან მძღოლებს დავახვედრებდი, მაგრამ ამ ოცნებას მაშინ ავიხდენთ, თუ მანამდე ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს მივხედავთ, გზების მოწესრიგებაზე რომ არაფერი ვთქვათ.
ალბათ ბუნებრივია, რაც უფრო შორს ხარ და დისტანცირდები იმ წერტილიდან, რომლის შეფასებაც გინდა, უფრო სრულად ხედავ სურათს. ჩვენთვის ალბათ გამოწვევაა, რომ საქართველოს, ანუ საკუთარი თავის შორიდან დანახვა შევძლოთ.
ჰო და რაც უფრო შორდები შენ ქვეყანას, საქმეს და გარემოს, რაც უფრო მეტ ინფორმაციას იღებ, უფრო ობიექტური ხდები. იოჰანესბურგთან მივაშურეთ ახლომდებარე სასტუმროს, სადაც აფრიკული თაკარა მზის ქვეშ სრულიად ახალი მოგზაურობა გველოდა.
დღე მეორე: Africa -It’s time !
ირგვლივ მოვლილ-დავარცხნილი გაზონები, თვალუწვდენელი, ზედმიწევნით მოვლილ- დამუშავებული ნაკვეთებიასარწყავი სისტემებით, საუკეთესო გზები, აგურის პატარა და კომფორტული სახლები ტერასებით და ბაღებით, და, რაც მთავარია, აფრიკული სტუმართმოყვარე ღიმილი, ასეთია აფრიკა ავტომანქანის ილუმინატორიდან.
თუმცა მინებს მიღმა რეალური მძიმე ყოფაა, რაც აფრიკის რადიკალურ სოციალურ კლასებს ხაზს უსვამს. 25%-იანი უმუშევრობა და აფრიკელი მრავალეთნიკური ხალხების სიღატაკე მკაფიოა. ლითონის უფანჯრო ყუთებთან გაფენილი სარეცხი და ფეხშიშველი ღატაკი ბავშვების ფონი სუპერთანამედროვე შოსედანაც კარგად მოჩანს.
ამის მიუხედავად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას აქვს მდიდარი მინერალური რესურსები, ასევე,ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული ააფრიკაში და აქვს შედარებითმ ყარი მსოფლიო პოზიციები. ის ერთადერთი აფრიკული ქვეყანაა დიდ ოცეულში.
სოფლის მეურნეობის ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია (IFAJ) და DuPont Pioneer თანამშრომლობის პროგრამა პროფესიული განვითარებისა და ლიდერობის ტრენინგის გარდა და აგრო ქსელის შესაძლებლობების განვითარებას უჭერს მხარს, განსაკუთრებულ დახმარებას კი განვითარებად ქვეყნებში მომუშავე სოფლის მეურნეობის ჟურნალისტებს უწევენ. სწორედ ამ დახმარების ფარგლებში საქართველო პირველია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელსაც აგრო მედიის მიმართულებით კარგი პოტენციალი გააჩნია და მედიის მდგრადობის შესაძლებლობაც იკვეთება.
მე-8,ყოველწლიურ IFAJ / DuPont Pioneer მასტერკლასს ჟურალისტებისთვის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, პრეტორიასთან ახლოს,31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით,მასპინძლობს მასტერკლასებს, რის შემდეგაცმონაწილეებიუნდა დაესწრონ საერთაშორისო კონგრესს, რომელიც, 44 ქვეყანას შორის, საქართველოსაც აძლევს შესაძლებლობას, მსოფლიოს ჟურნალისტთა გილდიას შეუერთდეს.
მსოფლიო აგროჟურნალისტიკის ასოციაცია უმსხვილესი გაერთიანებაა მსოფლიო მასშტაბით, რომელიც 50 ზე მეტი ქვეყნის ჟურნალისტურ ორგანიზაციას აერთიანებს.
ორგანიზაციის პრეზიდენტი, ოუენ რობერტსი Owen Robertsდარწმუნებით საუბრობს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სფეროს გაშუქება მსოფლიო მედიისთვის, განსაკუთრებით კი ლოკალური გამოცემებისათვის, რომელთა მთავარი აუდიტორია აგრალურ სექტორში ჩართული მოსახლეობაა.
დღე მესამე – მეცნიერება ქმნის აგრო საოცრებებს
აფრიკა- ქართველი ფერმერისთვის გამომშრალი, უნაყოფო ტერიტორიის სიმბოლოა, მახსოვს ჩემი მევენახე პაპა ზაფხულის გვალვას აფრიკას ადარებდა. ეს სტერეოტიპი ერთი თვალის გადავლებით დაინგრა, როცა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, გამომშრალი და გაუდაბნოებული ლანდშაფტი გადაიქცა ოაზისურ პლანტაციებად, სადაც სიმინდი ბიბინებს.
პირველი შეხვედრა პრეტორიის სამხრეთით მდებარე ფერმაში დაიგეგმა.მსოფლიო მედიის 44 ქვეყნის ჟურნალისტი მეცნიერებისა და ფერმერების საოცრებებს ვუცქერთ.
ყვითელქვიშიან სტეპურ ნიადაგზე საუკეთესო საირიგაციო ქსელებით აფრიკის ინდუსტრიული ფერმები საოცარ მოგებას იძლევიან. ქვეყნის შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი დღითიდღე მზარდია.
DuPont Pioneer არის მსოფლიოს გიგანტური დეველოპერი და წამყვანიმიმწოდებელი კომპანია მცენარეთა გენეტიკის შესწავლის მიმართულებით. სწორედ ის უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის თესლის წარმოებას და ფერმერებისათვის მიწოდებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კომპანია აწარმოებს ბიზნეს ოპერაციებს მოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში, DuPont Pioneer შეიმუშავებს და ავრცელებს მაღალი ხარისხის სიმინდის, სოიოს, სორგოს, მზესუმზირის, alfalfa, canola, ხორბლის, ბრინჯის, ბამბის, მარგალიტა ფეტვის და მდოგვის თესლს, ისევე საკვებდანამატებს და ეწევა სხვადასხვა მომსახურებისა და გამოცდილების დისტრიბუციას.
DuPont Pioneer იკვლევს მიწოდებას და სელექციას, რათა დაეხმაროს მოსახლეობას საკვებზე მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. კომპანიის საცდელ სელექციურ ლაბორატორიაში ყოველწლიურად გამოიცდება მარცვლოვანი კულტურის ასეულობითჯიში, რის შემდეგაც თესლოვანი მასალა წარმოებებში ინერგება.
ამ ფოტოზე თქვენ DuPont Pioneer -ის ჰიბრიდულ ჯიშის სიმინდა ხედავთ. სამხრეთ აფრიკის უმსხვილესი აგრო ჟურნალის კორესპონდენტი ლიზა ჰოფმანი გვიყვება,რომ საუკეთესო სიმინდის მოსავალი სიმინდის ტაროზე დიაგონალურად და ვერტიკალურად განლაგებული მარცვლების რაოდენობით მოწმდება. ლიზა ამბობს, რომ იდეალური სიმინიდის ტაროს ვერტიკალურად 46 მარცვალი, ხოლო დიაგონალურად 16 მარცვალი უნდა ჰქონდეს. ამ პარამეტრებს და მეცნიერებას რომ თავი დავანებოთ, ერთი თვალის შევლებითაც ჩანს სამხრეთ აფრიკის აგროგანვითარების მასშტაბები.
რადგანაც ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილზე მშრალი კლიმატია, მისი ფართობის მხოლოდ 15 % გამოდგება სოფლის მეურნეობისათვის. მაგრამ აფრიკის სხვა ბევრი ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც დამახასიათებელია ნიადაგის ეროზია, 15 % გონივრულად გამოიყენება — ნიადაგის დაცვის და სოფლის მეურნეობის ეფექტური წარმოების მიზნით გამოიყენება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის და მსოფლიოს ლიდერი ქვეყნების წამყვანი აგროტექნიკური მიღწევები. ამან მოიტანა უზარმაზარი შედეგები: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მთლიანად უზრუნველყოფს საკვებ პროდუქტებზე შიდა მოთხოვნებს, ასევე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ერთ-ერთი წამყვანი (ხოლო ზოგიერთი პარამეტრებით ყველაზე წამყვანი) მიმწოდებელია — ქვეყანა ექსპორტზე აგზავნის ხილის დაახლოებით 140 სახეობას.
(წყარო: ვიკიპედია)
დღე მეოთხე – ფერმერობა რად გინდოდა …
ახლა გზადაგზა, როცა აფრიკის გიგანტურ საწარმოებს ვუცქერ, მეორე, გურული ბაბუის მინამღერიდან პერიფრაზი მეღიღინება: – ფერმერობა რად გინდოდა, თუ სიმდიდრე და გვარიშვილობა არ გინდოდა.
რატომ გვარიშვილობაო? – აი, აფრიკის ისეთ ფერმერს გაგაცნობთ, გვარად რომ Rossgro-ა და კომპანია სრულიად ოჯახად გააერთიანა და Rossgrow დაარქვა. გვარი გვარად, მაგრამ სიმდიდრე სიმდიდრედ. კომპანიების ოჯახურ ჰაბს მილიარდიანი შემოსავლები აქვს და სულაც არაა ზღაპარი.
სწორედ ამიტომაცაა სამხრეთ აფრიკის ფერმები უმსხვილესი მასშტაბით და მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიალიზაციით გამოირჩევიან. ფერმების უმეტესობა საშუალოდ 2000-3000 ჰექტარს მოიცავს და დივერსიფიცირებულია.
მაგალითად, მწარმოებელთა უმეტესობა არჩეულ სფეროს შესაბამისად პირველადი წარმოებიდან დაწყებულყველა ეტაპში არიან ჩართულნი და აგრობიზნესის მსოფლიო ქსელებში წამყვან ადგილებს იკავებენ. მაგალითად, მოვიყვან კომპანია Rossgro-ს უმსხვილესი ფერმერული ცენტრის სტრატეგიას, რომელსაც ცხოველთა საკვების წარმოების პირველადი, გადამამუშავებელი და სამრეწველო ინდუსტრიის ყველა ეტაპი აქვთ დანერგილი.
კომპანიის აქტივშია სოიოს, სიმინდის, ციტრუსის, სხვადასხვა ხილის, დეკორატიული ბალახის პირველადი წარმოება, აგრეთვე, ცხოველისა და ფრინველის საკვების წარმოება, ფრინველის ფერმები, ტურისტული ინდუსტრია, ხილისა და ღვნინის წარმოება და გადამამუშავებელი სამრეწველო ქსელი.
Rossgro არის ოჯახის საკუთრებაში არსებული ბიზნესი, რომელიც სპეციალიზებულია სამხრეთ აფრიკისფრინველის ინდუსტრიისა და კვერცხის წარმოებაში. Layer Hen, broiler წარმოება. სპეციალიზებული ცხოველთა საკვების პროდუქტები, აქტიური ფერმები Mpumalanga, Gauteng და Limpopo-ში.
Rossgro ნაწილია Rossouw ჯგუფისა, რომელსაც 80 წლის სასოფლო-სამეურნეო
გამოცდილება აქვს და მე-3 თაობის მართვის ბიზნესით სამხრეთ აფრიკის 2007 წლის ეროვნული ფერმერის სტატუსს ფლობს.
Rossgro–ს მსგავსად სამხრეთ აფრიკის აგროკომპანიები აგრობიზნესის საკუთარ წესებს ამკვიდრებენ იხ. http://rossgro.co.za/ და ითვისებენ ისეთტერიტორებს, რომლებზეც აქამდე მხოლოდ აფრიკული „ჯუნგლები“ იყო.
დღე მეხუთე – მადლი ქენი, ქვაზე დადე
მიუხედავად იმისა, რომ აფრიკაში უმუშევრობა მაღალია და მუშახელიც იაფი, აქაური აგრო კომპანიები თავს ვალდებულად თვლიან, ინვესტიცია მომავალში განახორციელონ, რათა ახლო პერიოდში უფრო განათლებული მუშახელით მეტი მოგების მიღება შეძლონ. მოსახლეობის ღარიბი ფენებისთვის აგრო განათლების მიღებას უფასოდ, კომპანია Buhle Farmers Academy უკვე 10 წელია ცდილობს. პატარა სასწავლო კამპუსი წელიწადში 500 სტუდენტის მიღებას და წვრთნას ასწრებს. კომპანიაში დასაქმდება უმეტესი მათგანი, რაც საერთო გარემოზე დადებით და საუკეთესო გავლენას ახდენს.
კომპანიის კურსდამთავრებულები სამსახურს და პროფესიას იძენენ და ამაში სახელმწიფოს წილი მხოლოდ 10% ია, დაფინანსების 90% აგროკომპანია AFGRI უზრუნველყოფს.
საქართველოსგან განსხვავებით,სამხრეთ აფრიკაში მიწების უმეტესობა დივერსიფიცირებულია და წარმოების ყველა განზომილება გათვლილ-დათვლილი. აგროკომპანიებისთვის მეცნიერება, ახალი ტექნოლოგიებიდა კვლევები სამუშაო დღის წესრიგს ქმნიან. მაგალითად, კომპანია Syngenta, რომელიცაფრიკის ზრდის გეგმას ადგენს და აგრო ბაზრებს იკვლევს, უკვე ეყრდნობა იმ კვლევას, რომ 2027 წელს მსოფლიოს იმაზე 70% -ით მეტი სოფლის პროდუქცია დასჭირდება, ვიდრე ის დღეს აწარმოებს.
შესაბამისად, აფრიკელმა მწარმოებელმა და ფერმერმა უკვე წინასწარ იცისმისი წარმოება ინდუსტრიის რომელ კონკრეტულ მიმართულებაში განავითაროს, რაც ექსპორტის სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარება.
დღე მეექვსე- მსოფლიო აგროგილდია
საერთაშორისო მედიაში მომუშავე ჟურნალისტები, რომლებიც თავს აგრო გილდიის ნაწილად თვლიან, განსაკუთრებული ხალხია. განსაკუთრებული იმით, რომ თავისუფალი მედიის პრინციპების დაცვით აგრო ჟურნალისტიკაში სპეციალიზდება და სურსათის უვნებლობის, კვების და აგრო ინდუსტრიის გაშუქებით საზოგადოებისათვის უფრო მეტი სარგებელი მოაქვს.
მაგალითად, ავსტრიელი ახალგაზრდა აგროჟურნალისტი ევა ზიტსი ამბობს, რომ მის ქვეყანაში აგროჟურნალისტიკა უკვე მეინსტრიმული მედიის ნაწილი ხდება.
„საზოგადოების მხრიდან წამყვანი როლი ენიჭება იმას, რომ ფერმერებმა მაღალი ხარისხის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია შექმნან, შესაბამისად, აგრო საკითხებში მედიის მიმართ ყურადღებაც და მოთხოვნაც დიდია,-“ ამბობს ის.
ევას მსგავსად მსოფლიოს წამყვანი მედია ორგანიზაციების ჟურნლისტები აგრო მედიაში სპეციალიზდებიან. ათი განვითარებადი ქვეყნის აგრო ჟურნალისტი ახალი ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად აგრო მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს.
შესაბამისად, ქსელური მუშაობა და მედიის ინტერაქცია აგრო სფეროს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
დღე მეშვიდე – აფრიკული სასწაული
კეიპტაუნში ვართ. სასტუმროდან Table Mountainიგივე „მაგიდის მთა“ დავიძარით. მზე ზენიტშია, თუმცა ოკეანის ქარის სიგრილე ძვლებში ატანს. ჩვენი „ბასი“ კაპლანდის პროვინციაში, მთიანი მხარეებისკენ მიქრის. ფანჯრიდან კლდოვანი რელიეფური ქანების ლანდშაფტი ელვისებურად იცვლება და გასაოცარი სისწრაფით სამოთხისებრი ვენახების პლანტაციები მირაჟივით ჩნდება.
მართლაც რომ მოჩვენებისა და რეალობის ზღვარზე თვალს ჭრის გორაკებსა და დაბლობს შორის მდებარე ოაზისური ბაღები. საირიგაციო ჭრილებით, დახნულ-ნაპატიები ვენახებით, სეტყვის საწინააღმდეგო გადახურვის სისტემებით.
აფრიკულ სასწაულს სრულად მაშინ შეიგრძნობ, როცა ევროპული კონტინენტური ჰავისგან განსხვავებულ, გასაოცარი ორი სეზონის თანხვედრის შედევრს, ბუნებრივ სანახაობას უცქერ. წითლად შეფოთლილი ახლად ნართვლევი ვენახების პარალელურად ახლად ნაზარდი ვაზი ხასხასებს.
ოკეანის ჰავის, ტენის, განსაკუთრებული ვაზის ჯიშების, ტექნოლოგიური და სწორი მართვის შედეგად წლის განმავლობაში ამ მხარეში ყურძნის მოსავალს ოთხჯერ იღებენ, ამიტომაცაა წარმოების პროცესში კვლევის, დაგეგმვისა და ტექნოლოგიური სისტემის მეცნიერული მიდგომები სასწაულს ახდენს.
ატლანტიკის ოკეანისა და ინდოეთის ოკეანეების შერწმის ადგილას, იქ, სადაც ოკეანის ქარები დათარეშობენ და ამინდი და სეზონიც კი დღეში ათჯერ იცვლება, მსოფლიოში გიგანტური მეღვინეობის ინდუსტრიაა გაბატონებული.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მეღვინეობისთვის გამოყოფილია სამი ზონა. ჩრდილო-დასავლეთი (ჩრდილოეთი კაპლანდი — კონცხი) და აღმოსავლეთი სანაპირო (კვაზულუ-ნატალი) არ ითვლება საუკეთესო ღვინოების წყაროდ, რადგანაც იქ საკმაოდ ცხელი და მშრალი კლიმატია. სამაგიეროდ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთში (დასავლეთი კაპლანდი) არსებობს საუკეთესო კლიმატი მეღვინეობისთვის.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — ღვინის საკმაოდ მსხვილი მწარმოებელია (მე-8ადგილიმსოფლიოში, 1 157 895 მილიონი ტონა 2005 წელს).
პირველი სამხრეთ აფრიკული ღვინის წარმოება 1659 წელს დაიწყეს. დიდი ხნის განმავლობაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ყურძნის დიდი უმრავლესობა იყო თეთრი ჯიშის, დღეისათვის სიტუაცია გათანაბრდა (თეთრი ჯიშის 55 %).სამხრეთ აფრიკული ღვინის დაბადების დღედ ცნობილია:1659 წლის 2 თებერვალი, როდესაც გემის ჰოლანდიელმა ექიმმა (სხვა წყაროებით კაპისპროვინციის პირველი გუბერნატორი) იანვან რიბეეკმა გააკეთა ჩანაწერი გემი სჟურნალში, რომელშიც ნათქვამია, რომ ყურძენმა მოიტანა პირველი ღვინო. აქ პირველი დამსახლებლები იყვნენ ჰოლანდიელები, ხოლო შემდეგ ჩამოვიდა ბევრი პროტესტანტი ევროპიდან, უპირველეს ყოვლისა, ჰუგენოტები საფრანგეთიდან, რომლებმაც ჩამოიტანეს ფრანგული ყურძნის ჯიშები. მათ აქ ჰოლანდიური ენიდან გამომდინარე ბურებს ან მიწათმოქმედ-ფერმერებს ეძახდნენ. თავიდან ღვინო მხოლოდ ადგილობრივად გამოიყენებოდა, ხოლო XIX საუკუნის ბოლოდან — ფილოქსერის და ბურებისომების (ინგლისს არშეეძლო დარჩენილიყო უყურადღებოდ მშვენიერი ტერიტორიის მიმართ, სადაც ჩერდებოდნენ ინდოეთისკენ მიმავალი გემები, მან მოიგო ომები და შემოიღოსაკუთარიკანონებიდაენა) შემდეგ — ყველაფერიუკუღმაწავიდა. ღვინისწარმოება, მისი ექსპორტი და სამხრეთ აფრიკული ღვინის უცხოეთში გაცნობაგა ნახლდა აპარტეიდის დამხობის შემდეგ XX საუკუნის 1990-იანიწლების დასაწყისში. საუკუნის დიდი ნაწილის განმავლობაში სამხრეთ აფრიკული ღვინის წარმოების კონტროლის ლომის წილს ფლობდა კოოპერატივი KWV ქალაქ პარლში, რომელიც ღვინოს აწვდიდა მხოლოდ ექსპორტზე. მხოლოდ აპარტეიდის დამხობის შემდეგ, როდესაც ქვეყანამ მოხსნა საექსპორტო შეზღუდვები, ვაჭრობა უცხოეთის ქვეყნებთან გაიზარდა, კოოპერატივის მოღვაწეობა უკვე ისეთი შემოსავლიანი აღარ იყო, როგორც ადრე და მისი ღვინოები უკვე ადგილობრივბა ზარზე იყიდება.
ჰო და, ამ ისტორიის მერე მოდი და ქართულ ღვინოზე ნუ იდარდებ. სუბიექტური ვიქნები, ჩვენი 100 ჯერ უკეთესი გემოვნური და ორგანული თვისებებით ჯობნის, მაგრამ წარმოებით და ბაზრებით, აფრიკელები გვჯაბნიან.
ღვინის ისტორიაზე ოდნავ მოგვიანებით გიამბობთ.
(გაგრძელება იქნება)