კახეთში ჰიდროელექტროსადგურების კასკადები აშენდება
“დარიალი ჰესის” მშენებელი კომპანიის, შპს “ფერის” დირექტორის, ლაშა იორდანიშვილის ინფორმაციით, პანკისში ორი ახალი ჰესი აშენდება.
,,პანკისის ხეობაში 4,8 მეგავატი სიმძლავრის ,,სამყურიწყალი- 1″ და 28 მეგავატი სიმძლავრის ,,სამყურის წყალი 2″ ჰესების მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები კი, ზაფხულში დაიწყება”, -განაცხადა იორდანიშვილმა.
ორივე პროექტის განსახორციელებლად 46 მილიონი დოლარის ინვესტიცია იგეგმება.
,,ჩვენი კომპანიის მიერ გამომუშავებული ენერგია სრულად იქნება მიმართული იქნება მთლიანად შიდა მოხმარებაზე. მოსახლეობას აღნიშნული პროექტი უკვე გავაცანით და ახლა შესაბამისი სამსახურებიდან ნებართვას ველოდებით, რომ დავიწყოთ სამუშაოები”,-განმარტავს ლაშა იორდანიშვილი.