ბლოგები

მეტი კომუნიკაცია ხალხთან, ააცილებს მოხელეს მეტ პრობლემასა!

გადავწყვიტე ბლოგ-პოსტი დამეწერა KNEWS.GE  სთვის, შევედი საიტზე, ბლოგების განყოფილებაში და ეგრევე თვალში მომხვდა ვიდეო პოსტი ცხოველების იდენტიფიცირებაზე, სადაც ფერმერი იძახოდა, რომ მთავრობამ იდენტიფიცირება თუ დაიწყო, ჩვენ პირტყვს “ვეღარ მოვამრავლებთო”. როცა იყო ამ თემაზე ამ რამდენიმე თვის წინ ვნებათაღელვა-შაყირი არ გამიკეთებია არანაირი არც განცხადება და არც არაფერი, მაგრამ მგონი ჯობია ჩემი აზრიც დავაფიქსირო აქა.

 იდენტიფიცირება რას გულისხმობს?

დღეს რომ მეკითხებიან ხოლმე საქართველოში რამდენი ძროხა გყავთო, ვეუბნები დაახლოებით 1.5 მილიონი მეთქი, ხოლო ცხვარი, დაახლოებით 1 მილიონიო, ღორზე, არ ვიცი ძმაო/დაო, მგონი 200 000 თქო.

ახლა ვთქვათ რატოა ცუდი როცა გინდა უცხოელს, და გინდა ადგილობრივს ეუბნები სიტყვას – დაახლოებით? არც რა პრობლემაა, აბა რა უნდა იცოდე ქვეყნის მაშტაბით რამთენი რა დაიბადა წუხღამ, ან მოკვდა? მაგრამ ბიზნესისთვის, ანალიზისთვის ეს საშინელებაა. ვერ გათვლი და ვერ დაგეგმავ შენ საქმეს.

 ასევე რთულია მთავრობისთვისაც, კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, უკვე 3-4 წელია სახელმწიფო აქტიურად ცრის ცხვარსა თურქულზე, ყველას საქონელს უცრის უფასოდ. რაღა დაგიმალოთ და პირველი წლები და დღემდეც, ხვეწნა უწევთ ხოლმე: რომ ხალხო, მოდი, აგიცრათო! შარშან კი ჩვენს ქვეყანაში ახალი დაავადება გაჩნდა ცხვარში, ცხვრის ჭირი (PPR) რომელიც ხოცამდა ბატკანს… რა მოხდა? რიგი დაუდგა სახელმწიფოს, არა ჩემი აცერ, არა ჩემიო. სახელმწიფომ შემოიტანა ვაქცინები, თავიდან დაახლოებით 600 000 დოზა, მერე კიდე 200 000 და ბოლოს კიდევ დამატება დაჭირდათ… მილიონს გადასცდენენ, მაშინ როცა იქამდე 600 000 მდე ცხვარს ცრიდნენ და ეგონათ რომ თავდაპირევლად მეტობით აღებული 800 000 უნდა ყოფნოდათ… რა მოხდა მაგ დროს ცუდი იცით? რომ დაავადებამ ზოგი მაინც დააზარალა, რადგან ვაქცინის ახლიდან შემოტანას კიდე ფული უნდოდა, მთავრობის ბიუროკრატიის გავლა, დრო და სხვა… ამიტომ იმოქმედა იდენტიფიცირების არ არსებობამ ცუდად მაშინ და ამიტომ მოქმედებს ზოგად ცუდად.

 დამიჯერეთ იდენტიფიცირება საჭიროა, კარგია და საშიშიც არაა.

 

მაგრამ რა ხდება საქართველოს სინამდვილეში?!

 ნუ ეწყინება მავან ჩემს ტოლა და უფროს მეგობრებს, მაგრამ სამწუხაროდ სახელმწიფომ ადრევეც და ახლაც საკმაოდ განყენებულად, ოთახში ჩაკეტილმა, “ზიმა-ლეტას” ქვეშ დაგეგმა და მიიღო იდენტიფიცირების წესები მსხვილფეხაში, ცხვარშიც (ამაზე უფრო ვრცლად აუცილებლად მოვყვები ქვევით) და ახლა უკვე ღორშიც. არ მოხდა არანაირი კონტაქტი ფერმერებთან და აზრის კითხვა, რა როგორ გაეკეთებინათ/გაგვეკეთებინა.

 

ცხვრის იდენტიფიცირების ისტორია ასე იყო:

2014 წლის ბოლოს მთხოვეს ჩავრთულიყავი მეცხვარეობის სტრატეგიის შემუშავებაში, დაახლოებით  თვეზე მეტი ვიმუშავეთ ჯგუფმა, საკმაოდ აქტიური წვლილიც შევიტანე, თუმცა მაშინვე იდგა აქტიურად პრობლემა ე.წ. “სომხური ცხვრისა”, ანუ სომხეთიდან ცხვარი შემოჰყავდათ და გაყავდათ ჩვენგან როგორც ქართული, იმ წელს დაახლოებით 70 000 სული შემოიყავნეს და გაყვანეს მასე.

ამ პრობლემის საწინააღმდეგოდ მაშინდელმა მინისტრმა ამ სტრატეგიის პრეზენტაციის დღეს გამოგვიცხადა რომ იდენტიფიცრება უნდა დავიწყოთ სასწრაფოდაო, კაი ბატონო მეთქი, მაგრამ იდენტიფიცირებამდე ჯერ სხვა პრობლემებია მოსაგვარებელი და ისინი მოგვაგვარებინეთ მეთქი:

 ეს არის დანაკარგების, (მათ შორის ბუნებრივის), ჩამოწერის საკითხი, ანუ ცხვარი თუ მოგიკვდებათ და თქვენ იურიდიულლი პირის ბალანსზე გყავდათ ცხვარი, საგადასახადო ამას გითვლით როგორც მოგებად, მგელმა შეგიჭამათ? თურმე მოგება მიგიღიათ და ასე შემდეგ.

თუმცა მეორე წელს, ასე მარტში, დამიბარეს სამინისტროში მეცხვარეობაში ვაკეთებთ იდენტიფიცირების პროექტსო და რეგლამენტი როგორი უნდა იყოსო, თქვენი აზრიო? – კეთილი და პატიოსანი მეთქი, – გამომიგზავნეს დოკუემენტი, დაახლოებით 60-მდე შენიშვნა გავაწიკწიკე და გადავუგზავნე, მერე განხილვაზედაც ვეახლე. ლამის სამკვდრო სასიცოცხლო ომი გაიმართა ჩემსა და სამინისტროს 3 წარმომადგენელს შორის, არ მინდა ყველა იმ აბსურდის განხილვა, რაზეც მიწევდა კამათი ამ კეთილ ხალხთან, მაგრამ პრაქტიკა სხვა რამეს მალაპარაკებდა და ვერ ვუჭერდი მხარს იმ დოკუმენტს რომელიც მავანმა ალბათ “ექსპერტმა” გადმოაკოპირა ევროპულიდან, თარგმნა და აბა მიდი მოიწონეო, მითხრა. დავიშალეთ ისე, რომ ისინი ხელმძღვანელობასთან გაივლიდნენ ჩემს შენიშვნებს და ისევ შევხვდებოდით.

 ისე მოხდა, რომ აღარ დამეხმიანენ, ანუ აღარ შევხვდით (მათ შორის ერთერთ ხელმძღვანელ პირთან მაისის 20-სკენ მომიწია შეხვედრა და მითხრა, რომ ჯერ არ გაგვაქვს ეგ წესი, შესათანხმებელიაო,) მაგრამ ივნისის 15 -ში ჟურნალისტებისგან ვგებულობ, პრემიერმა 27 მაისს ხელი მააწერა და პირველი ივლისიდან წესი ძალაში შედისო…

 ოპპაა, შედეგიც მივიღეთ, სრულფასოვანი იდენტიფიცირება მეცხვარეობაში ჯერ კიდე ვერ ამოქმედდა? – ნეტავ აგო ამაზე ვინმემ პასუხი? თქვენც არ მამიკვდეთ! 

 გადავიდეთ ღორებში იდენტიფიცირების წესის პრობლემებზე, რომელიც ერთ მეტად არაკულტურულ ანეგდოტს უფრო მოაგონებს ადამიანს, აი კუდღელი რომ ამბობს: „ბუღალტერია რაღად წამოვიკიდეო.” 

 მოკლედ, ფერმერს მოუწევს დოკუმენტაციის წარმოება, ანუ თქვენ გყავთ დედა ღორი (ნეზვი), რომლის მიერ მიღებულ თაობასაც ასევე დაჭირდება დანომრვა და დოკუმენტის შედგენა, დღეს არსებული იდენტიფიცირება არაა ინფორმაციის მატარებელი იმაზე, თუ რითი დამუშავდა პირუტყვი, აიცრა? ანტიბიოტიკი გაუკეთდა თუ რა, მაგრამ თქვენ უნდა გქონდეთ დოკუმენტი. იმ შემთხვევაში, თუ გყავთ ერთი ღორი, მისი დაფიქსირება მხოლოდ მაშინ დაგჭირდებათ, თუ თქვენ მას გადაადგილებთ.  ვთქვათ მიგყავთ სასაკლაოში დასაკლავად. სასაკლაო, თავის მხრივ, არ დაკლავს, თუ ის ინდენტიფიცირებული არ იქნება.

 ეს ყველაფერი კარგი და გასაგებია, მაგრამ ტექნიკურად სახელმწიფო მანქანას შეუძლია ამის განხორციელება მეგობრებო? გავიხსენოთ ზემოთ ნახსენები ციფრები: 1 500 000- ზე მეტი მსხვილფეხა რქოსანი, 1 000 000 ზე მეტი ცხვარი, და ძალიან ბევრი ღორი, ცხვრის მიგნება უფრო ადვილია, ერთ ალაგას მიხვალ, ფარასა ნახავ და, ღორის დიდი ფერმები რამდენია განა ქვეყანაში? ანუ ყველგან,  ოჯახ-ოჯახ მოუწევს სურსათის სამსახურს დავლა და ამ საქმის კეთება, აი აქ კი პრობლემაა! –  ჰყავს კი სახლმწიფოს ამდენი „მუშა ხელი”? – არა, არ ყავს! და  რა უნდა ქნას? უნდა დაიქირავოს  ვეტერინარები. – რატო ვეტერინარები? იმიტომ,  რომ ამ საქონელს აცრაც სჭირდებათ, არიან კი ამდენი ვეტერინარები ქვეყანაში?! არა!

 ამიტომაც ეს პროექტები, ჩემი აზრით, არის ჩიხში მოქცეული და არაფერი გამოვა, თუ ისევ კარჩაკეტილად მიიღებენ ამ სიტუაციიდან გამოსავალსაც.

 არავინ თქვას, რომ მე იდენტიფიცირებას ვეწინააღმდეგები! მიზეზი უბრალოა, 2011 წეს ჩამოვიტანე ირანიდან სპეციალური ნომრები, რომელზეც BAR CODE წამკითხველებიც არის დატანილი და მთლიანად გვყავს იდენტიფიცირებული ჩვენი სულადობა, ასევე ბიძაჩემის ცხვარი და ძროხა, ასევე სხვა ფერმერებმა შეიძინეს მაშინ ეს სანიშნე ნომრები და ჩვენ პრაქტიკაში ეს ახალი არ არის. ამიტომ იყო საჭირო, რომ სახლემწიფოს ჩვენ, ვისაც უკვე დანერგილი გვქონდა, გაევლო კონსულტაცია რა და როგორ გაეკეთებინათ, იქნება ჩვენ უკვე გვქონდა პრობლემა აღმოჩენილი და შევთავაზებდით გამოსავალს, ან პირიქით, ერთად ვიპოვოდით გამოსავალს?!

 რა იურიდიული პრობლემა აქვს იდენტიფიცირებას?

 – მინდა დაგამშვიდოთ, რომ არანაირი!  მით უმეტეს, თუ თქვენ, ფიზიკური პირი ფლობთ საქონელს, და არა იურიდიული პირი. (აქ საქმე რთულადაა საგადასახადო კუთხით), რადგან საქართველოში სოფლის მეურნეობის მწარმოებლები, განთავისუფლებულები არიან საშემოსავლო გადასახადისგან, თუ ისინი 200 000 ლარზე მეტის ბრუნვას არ ფლობენ 12 თვეში. ანუ, უმთავრესი შიში, რომ „დამინომრავენ და მერე გადასახადებს დამადებენ,” არარეალურია, რად უნდა, ხალხო, მთავრობას თქვენი ცხვარ-ძროხის აღრიცხვა იმისთვის, რომ გადასახადი დაგადოთ? მონღოლების შემოსავა კი არაა?-  დამერწმუნეთ, სხვა ბევრი რამით შეუძლიათ თქვენგან გადასახადის ამოღება და სულ არ არის საჭირო თითო ცხვარზე დაგვადონ ხარკი და ბეგარა.

 ასე, რომ საშიში ამ ყველაფერში არაფერია. უფრო მეტად თავსაკივარი დღეს სურსათის უვნებლობის სამსახურს აქვს ეს პროექტი როგორ განახორციელოს, ვიდრე თქვენ.

 სამწუხაროა რო ასე არავის აუხსნია თავის დროზე და მხოლოდ პოსტფაქტუმ დაიწყო სააგენტომ განმარტებების გაკეთება.  ამას ვამბობდი მეც თავშივე: მეტი კომუნიკაცია ხალხთან ააცილებს მოხელეს მეტ პრობლემას, განმარტებას და სხვა. ხოლო მომავალში  უფრო მეტ დროს, ენერგიას, გონებას დაუზოგავს,  დახარჯული დრო უფრო ეფექტური იქნება  სიახლის გასაცნობად.

 

 ღმერთმა ნაყოფიერი გაზაფხული დაგიყენოთ მალე ჩემო კახელებო და ქართველებო, დღეს უკვე 2 თებერვალია,

 

“თებერვალი დადგაო,

ხეში წყალი ჩადგაო”

 

თქვენი ბექა გონაშვილი.