სტატიები

საკონსტიტუციო უმრავლესობა – ავტორიტარიზმის საფრთხე, თუ ქვეყნის განვითარების წინაპირობა

კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელის ბაია პატარაიას ინიციატივით, სამოქალაქო სა­ზოგადოების წარმომადგენლებმა მიმართეს პროდასავლურ პოლი­ტიკურ პარტიებს, თავიანთ ამომრ­ჩევლებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუ­წოდონ. ისინი ირწმუნებიან, რომ ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება მნიშვნელოვნად დააზია­ნებს დემოკრატიული პროცესს. კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელის ბაია პატარაიას აზრით, არსებობს საშიშროება, ქვეყანაში ერთპარ­ტიული მმართველობა დამკვიდრ­დეს, მმართველმა ძალამ შეცვალოს კონსტიტუცია და დაანონსებული ცვლილებების მიხედვით დაარღ­ვიოს სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსი. პატარაია ამ საფრთხის თავიდან ასაცილე­ბლად ოპოზიციის მხადაჭერის აუ­ცილებლობაზე ამახვილებს ყურა­დღებას.

„კარგად გვახსოვს, რა სავა­ლალო შედეგები მოუტანა ქვეყანას 2008 წლის მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ერთი პარტიის ხელში აღმოჩენამ. ეს გამოწვევები კიდევ უფრო ძლიერ­დება მმართველი პარტიის მიერ უკვე დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე“, – აცხადებს პატარაია.

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი მხრივ, არის რეალური საფრთხე, მაგრამ მეორე მხრივ, ქვეყნის განვითარების შე­საძლებლობა. ის “ოცნების” მიერ საკონსტიტუციო უმრავლეობის მოპოვებაზე დიდ საფრთხედ პარ­ლამენტში “ნაცმოძრაობის” დიდი კვოტით შესვლას მიიჩნევს. გამზა­რია, ასევე, ეხმაურება პრეზიდენტი­სა და პოლიტიკური პარტიების მი­სამართით საზოგადოების ნაწილის მიმართვას, რაც ოპოზიციური პარ­ტიების კანდიდატების მხარდაჭე­რას გულისხმობს. ანალიტიკოსი მსგავს მოწოდებებს ამომრჩევლის ნებაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლად აფასებს და ირწმუნება, რომ ეს კამპნია ცალსახად ემსახურება არჩევნების მეორე ტურში გადა­სული საპარლამენტო ოპოზიციის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაო­ბის“ ინტერესებს.

“ჩემთვის ყველა შეკითხვა, უნდა წავიდეთ თუ არა “ქართული ოცნების” საკონსტიტუ­ციო უმრავლესობის წინააღმდეგ, მთავრდება იქ, სადაც არჩევანის მეორე მხარეს დგას “ნაციონალური მოძრაობა”. მე ვიცი ყოფილი სახელი­სუფლებო პარტიის მმართველობის სავალალო გამოცდილება და მას არავითარ შემთხვევაში აღარ მივცემ ხმას. საკონსტიტუციო უმრავლესო­ბა რა თქმა უნდა არის საფრთხე და მეორე მხრივ შესაძლებლობა ქვეყანა განვითარდეს. ამას დრო გვიჩვენებს. რაც შეეხება საზოგადოების ნაწილის მოწოდებას არჩევების მეორე ტურში ოპოზიციური პარტიის კანდიდატე­ბის მხარდაჭერის შესახებ. მიმაჩნია, რომ ასეთი პროპაგანდა წარმოად­გენს ამომრჩევლების თავისუფალ ნებაზე გავლენის მოხდენის ღია მცდელობას. ეს არ არის დემორატია. დემოკრატიის ანბანია, რომ ამომრ­ჩეველი თავისუფალი უნდა დატოვო გადაწყვეტილების მიღებაში“, – ამბ­ობს გამზარდია.

საკონსტიტუციო უმრავლესობას ცალსახად უარყოფითად აფასებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძეც. ანალიტიკოსის აზრით, ეს არის კონსტიტუციაზე უკონტროლო ძალაუფლება.

„ზოგადად, ძალაუ­ფლებას ისეთი თვისება აქვს, მის ცდუნებას გაუძლო, ძალიან რთუ­ლია. ამიტომაც, ვფიქრობ, ძალიან მძიმე წლები გველის წინ. გავიხსენოთ „ნაციონალურ მოძრაობის“ ხელი­სუფლების პერიოდი, რომელთაც 2008 წელს მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვეს და არ ჰყა­ვდათ ძლიერი ოპოზიცია, რომელიც მათ შეცდომებისგან დააზღვევდათ. სამწუხაროდ, ჩვენი გამოცდილებით, უმრავლესობით მოსულ ძალებს ესმით არა კანონის, არამედ – ძალის უზენაესობის. ეს გამოცდილება გვაქვს დღემდე და ხვალ რა იქნება, რთული სათქმელია, თუმცა – იოლი სავარაუდო“, – აღნიშნავს ლაგაზიძე.

ერთი პარტიის მიერ აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვება დემოკრა­ტიისათვის დამიზნებული ლულაა, – ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ქართული ოცნების მიერ“ საკონსტიტუციო უმრავლესო­ბის მოპოვების შესაძლებლობას. ცინცაძე ფიქობს, რომ აბსოლუ­ტური ძალაუფლება საფრთხის შემცველია არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, არამედ თავად იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც ხელისუ­ფლებაში იმყოფება.

„ვთვლი რომ ეს საფრთხეა. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის მართვის სადავეებთან, რადგან აბსოლუტური ძალაუფლე­ბა აბსოლუტურად რყვნის. რაც შეეხება იმას, რომ ოცნების მართვის სტილი იძლევა თუ არა ამ საფრთხის წინაპირობას. გეტყვით: რა დონის საფრთხე შეიძლება იყოს, ეს უკვე მეორეხარისხოვანია. როგორც მი­ნიმუმ ძალიან სერიოზული რისკია, როგორც მაქსიმუმ საფრთხე“, – აცხა­დებს სოსო ცინცაძე.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე კი ირწმუნება, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ბევრი ხარვეზია, ამიტომ სახიფათო იქნება, თუ სახე­ლისუფლებო პარტიას არ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა. საყვარელიძე საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეებზე საზოგადოების ნაწილის მხრი­დან საუბარს პარადოქსულად აფასებს. მისი აზრით, უბრალო უმარვესლობაც კი საშიშია, თუ ის საშიში პარტიის ხელშია.

“ქართუ­ლი ოცნების” ხელში უმრავლესობა არ იყო სახიფათო და საკონსტი­ტუციო უმრავლესობა რატომ იქ­ნება სახიფათო? სახიფათო არის სხვა რამე – თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ექნება “ქართულ ოცნებას”, რადგან კონსტიტუციაში ბევრი ხარვეზია. ის თავის დროზე, სააკაშვილის ინტერესებზე მორ­გებითაა აგებული, ამიტომ, მასში უამრავი არალოგიკურობაა. ჯობია, “ქართული ოცნების” ხელში იყოს და გასწორდეს კონსტიტუცია, რათა საქართველომ ნორმალური კანონმდებლობის საფუძველზე განაგრძოს არსებობა”, – აღნიშნავს საყვარელიძე.

საკონსტიტუციო უმრავლესო­ბის მოპოვებისათვის „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარული არჩე­ვნების მეორე ტურში 46 ოლქში მაინც უნდა გაიმარჯვოს, რადგან ამ ეტაპზე მმართველ პარტიას პარლამენტში გარანტირებული 67 მანდატი აქვს. საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირებისათვის კი 113 დეპუტატია საჭირო.