თელაველი სპორტსმენები, ძიუდოში ევროპის თასის გამარჯვებულები გახდნენ
27 და 28 აპრილს თელავის სპორტის სასახლეში კადეტთა შორის ევროპის თასი იმართება.
ტურნირი, რომელიც ევროპის ძიუდოს კავშირის ეგიდით ტარდება, საქართველოში მეორედ იმართება და წელს მას თელავი მასპინძლობს.
ტურნირში 14 ქვეყნის 250-მდე წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.
ევროპის თასი გაიმართება როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის. საქართველოს ნაკრებიდან 62 ვაჟი და 50 გოგონა ასპარეზობს. მათ შორის არიან თელაველი ახალგაზრდა სპორტსმენები – ლუკა რაზმაძე, ნინი ჭორმოსიაშვილი, მერაბ სამადაშვილი, ლუკა ქალიაშვილი
ასპარეზობის პირველი დღე თელაველი სპორტსმენების წარმატებით დასრულდა.
ლუკა ქალიაშვილი(-55კგ) და მერაბ სამადაშვილი(-66კგ) ევროპის თასის გამარჯვებულები გახდნენ.