ახალი ამბები

თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრები განიხილა

კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალმახელიძეს განცხადებით, კომისიამ განიხილა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და არასამთავრობოს ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ დაწერილი საჩივრები.

,,შემოსული საჩივრები ძირითადად, პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა და შესაბამისი საუბნო სარჩევნო კომისიის წევრებს სანქციის სახით შენიშვნა მიეცა”, – განაცხადა კალმახელიძემ

საჩივრები თელავის საოლქო კომისიაში 44-ე, მე-13, 24-ე და 25-ე საარჩევნო უბნებიდან შევიდა.