სამოქალაქო აქტივისტი თელავიდან- სტუდენტებს აიძულებენ 29-ში, მთავრობის დაანონსებულ აქციას დაესწრნენ
სამოქალაქო აქტივისტი თელავიდან, არჩილ მჭედლიშვილი აცხადებს, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, 29 აპრილს, მთავრობის მიერ დაანონსებულ აქციაზე წასვლას აიძულებენ.
აღნიშნული განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
,,თესაუში დიდი ამბები აქვთ, სტუდენტებს აიძულებენ 29-ში აქციაზე წამოდითო. ალბათ იმას ეუბნებიან, რომ ამ კანონს თუ დაამტკიცებენ, უფრო ადვილად წახვალთ ევროპულ უნივერსიტეტებში ერასმუსის გაცვლით პროგრამებშიო. ორშაბათს თუ დაცარიელებული დაგვხვდა უნივერსიტეტი ესე იგი ეს ამბავი ყოფილა. არა რუსულ კანონს, საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული, რუსეთისგან თავისუფალი და ევროპული”,– წერს არჩილ მჭედლიშვილი.
Knews.ge აღნიშნულ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის და თელავის უნივერსიტეტიდან კომენტარების მოპოვებას შეეცდება.