ახალი ამბები

თელავში „ნადირობის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა გაიმართება

შეხვედრაში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. 
როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრას უწყების და თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრებიან.
სამინისტროს ინფორმაციითვე, შეხვედრაზე საუბარი კანონში არსებულ სიახლეებს და სამომავლოდ აღნიშნული კუთხით დაგეგმილ განსახორციელებელ ცვლილებებს შეეხება.