სტატიები

,,მინდა, რომ მეტი თელაველი იყოს დასაქმებული”“

თელავის ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი გამოფენას დადებითად აფასებს და მიიჩ­ნევს, რომ ღონისძიება კარგი საშუალებაა, გავეცნოთ, რა გვაქვს დღეს შრომის ბაზარზე. 

იგი მიიჩნევს, რომ ბიზნესს გა­ცილებით მაღალი სტანდარ­ტები და მოთხოვნები აქვს, ვიდრე ამას ბაზარზე არსებუ­ლი კადრები სთავაზობენ. ვიცე-მერი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ დასაქმების თემა ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. იგი მიიჩნევს, რომ გა­ნათლებისა და დასაქმების გამოფენა პრობლემის დაძლევის მხრივ საჭირო აქტივობაა. ,,ბევრი, ვინც მუშაობს კონკრე­ტულ ხელობაზე, მაგალითად, მე­თუნუქეს, მზარეულს, ვეტერინარს შეუძლია, თუ აქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება ამ კუთხით, გა­მოიმუშავოს მაღალი ანაზღაურე­ბა და ოჯახი ჰყავდეს ფინანსურად უზრუნველყოფილი. ეს აქტივობაც დაკავშირებულია იმასთან, რომ გარკვეულწილად, ერთი მხრივ, ბიზ­ნესის მოთხოვნილებები გავიგოთ, მეორე მხრივ კი – შრომის ბაზარზე ადამიანური რესურსის შესახებ, რამდენად კონკურენტუნარიანია ადამიანების ცოდნა და გამოცდილე­ბა კონკრეტული პოზიციის კუთხით”.

მთვარელიშვილი მიიჩნევს, რომ პიროვნებას თუ გააჩნია კვალიფიკა­ცია და ფლობს გარკვეულ ცოდნასა და გამოცდილებას, მას დასაქმება არ გაუჭირდება. ,,ვისაც უმაღლეს სასწავლებელში სწავლა სურს, უნდა ისწავლოს, ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა მხოლოდ დიპლო­მის აღებით არ მთავრდება წარმატე­ბის მიღწევა. ამას სჯობს, პიროვნება დაეუფლოს გარკვეულ ხელობას რაც მას აინტერესებს. შრომა არავის შეურაცხოფს და არ არის სათაკილო, შრომა აძლევს ადა­მიანს საკუთარი თავის პოვნის საშუა­ლებას. განსაკუთრებით ახალგაზრ­დებმა უნდა იფიქრონ, რომ მათ შეუ­ძლიათ დასაქმება, თუ შეისწავლიან პროფესიებს, დაეუფლებიან ამა თუ იმ ხელობას, რომელიც დაეხმარებთ, თავი იგრძნონ რეალიზებულად ამ საზოგადოებაში”.

ვიცე-მერის მოსაზრებით, ბიზნესს სჭირდება კვალიფიციური კადრი. მიუხედავად იმისა რომ უმუშევარი ბევრია, კვალიფიცური კადრი მაინც არასაკმარისია. ,,ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც წაახალისებს ადამიანებს, უნდა წარვადგინოთ წარმატებული ადამიანები, მაგალი­თად ჩემს მეგობარ მზარეულს აქვს ჩემზე ორჯერ მეტი ხელფასი, მან უნდა თქვას, რომ დიახ, მე ვარ მზარეული, ვარ წარმატებული, მაქვს მაღალი შემოსავალი ჩემი შრომით, ხელობით, მყავს ოჯახი უზრუნველყოფილი, ვისვენებ წელიწადში ორჯერ და რომ ხელობის სწავლა არ არის სირცხვი­ლი. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ ვიყავი შვეიცარიაში. ვნახე საკმაოდ ძვირადღირებული სასწავლებელი, სადაც სწავლობდ­ნენ ინგლისელ ლორდთა, შეიხის შვილები. მათ სტატუსი აძლევთ საშუალე­ბას, რომ იცხოვრონ უზრუნველად, მაგრამ ასე არ ხდება. იმ სასწავლე­ბელში ეს ახალგაზრდები სწავლობენ მარკეტინგს, როგორ მოუარონ, დაა­სუფთავონ ოთახები, როგორ გახდნენ კარგი მზარეულები. ასე რომ, ყველა საქმე დაფასებულია და სათაკილო არ არის, როცა ადამიანი გულით აკეთებს”.

თენგიზ მთვარელიშვილის განცხა­დებით, პიროვნების წარმატების გა­საღები მის ხელშია. ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორ შეიქმნას კარიერა. მისი თქმით, გამოფენის ორგანი­ზატორი დანიელ ბირკემაიერი, ამ ღონისძიების მეშვეობით, სწორედ ამის გადმოცემას ცდილობს. ,,თუ გარკვეული პროცენტით შემ­ცირდება უმუშევრობა და ადამიანები იფიქრებენ სხვაგვარად, რომ მე ვარ უმაღლესდამთავრებული, მაგრამ გარკვეულ პროფესიას ვისწავლი, მივესალმები. მაგალითვისთვის გე­ტყვით, რომ სანთლით არის საძებარი კარგი ვეტერინარი და გარწმუნებთ, რომ კარგი სპეციალისტი დღეს გამოიმუშავებს საკმაოდ მაღალ ანა­ზღაურებას, იქნება ძალიან ამაყი და რეალიზებული საკუთარი საქმით. მოვლენების სწორად შეფასება უნდა შევძლოთ და ვისწავლოთ, რადგან შრომის ბაზარი არის ის, რაც გვაქვს დღეს. ყველა ვერ იქნება იურისტი, ფინანსიტი, ბუღალტერი. არის ბე­ვრი პროფესია, რომლებიც ძალიან მოთხოვნადია, მაგრამ არ არის კვა­ლიფიციური კადრი. თუ ადამიანები სხვანაირად შეხე­დავენ და დაიწყენებ ფიქრს, გაცი­ლებით ნაკლები გვეყოლება დაუსაქ­მებელი, განსაკუთრებით კი, ახალგა­ზრდები. ბატონი დანიელი აკეთებს ზუსტად ამას. იგი ცდილობს, რომ გარკვეულ კორელაციაში მოიყვანოს ეს ორი უკიდურესობა – ერთი მხრივ, რა მოთხოვნები აქვს ბიზნესს, მეორე მხრივ – რა უნდა ისწავლონ ადამიანე­ბმა, რომ უპასუხონ ამ მოთხოვნებს. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველ­ყოს ბიზნესგარემო, ჩვენ ვერ ვქმნით სამუშაო ადგილებს. ბიზნესგარემო უნდა იყოს კონკურენტული, სამართ­ლიანი, ჯანსაღი, ნაკლები კლასიკური ბიუროკრატიით, რომ არ შეფერხდეს. განსაკუთრებულად სწრაფი ტემპით უნდა განვვითარდეთ. ძალიან დადებითად ვაფასებ ამ ღონისძიებას, მინდა, რომ ნაკლები თელაველი ვნახო დაუსაქმებელი, მინდა ყველა იღიმოდეს”.

განათლებისა და დასაქმების გამოფენა – „მომავალი შენია 2016“ გაიმართება 26 თებერვალს ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრში.

 

 

ბიბერახი – თელავის პარტნიო­რობის კომიტეტი ახორციელებს მასშტაბურ საგანმანათლებლო პროგრამას. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს GIZ გერმანიის ტექნიკური თანამშრომ­ლობის ფონდი, ,,კავკასიის ქალა­ქთა ქსელის“ მცირებიუჯეტიანი პროექტების ფარგლებში გერმა­ნიის განვითარებისა და თანამ­შრომლობის სამინისტრო. 
მხარდამჭერები: მეცნიერების და განათლების სამინისტრო, სპორ­ტისა და ახალგაზრდობის სამინის­ტრო , შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო. სკოლები, რესურს ცენტრები, უნი­ვერსიტეტი და პროფესიული კო­ლეჯები, არასამთავრობო სექტორი, სამთავრობო წარმომადგენლობა (გუბერნია და თელავის, ახმეტის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიცი­პალიტეტები და საკრებულოები) და რეგიონის ბიზნესის ფართო სპექტრი. თელავი გამოფენის მას­პინძელია. პროექტები 2004 წლიდან დაიწყო: თელავის რუკა, პირველი მუსიკალური სკოლის აღდგენა, საბაკალავრო სასწავლო პროგრა­მა – პროექტის მენეჯმენტი (სამშენე­ბლო და მცირე ბიზნესის მენეჯმენ­ტი), საყოფაცხოვრებო ნარჩენები/დასუფთავება და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გაუმჯობესება.