სტატიები

ვინ არის წარმატებული თელაველი ელექტროტექნიკოსი

მაშინ, როდესაც ელექტრო­ტექნიკოსი დეფიციტურ პროფესიად ითვლება, არ­სებობს ახალგაზრდა ელექ­ტროტექნიკოსი, რომელიც წლებია თავისი პროფესიით წარმატებით მუშაობს, ეს თელაველი გიორგი ტეტე­ბოშვილია. 

იგი თელავის იუსტიციის სახლში მუშა­ობს.  გიორგი ტეტებოშვილი საკუ­თარი წარმატების ფორმულად საქმისადმი სიყვარულს ასახე­ლებს. პროფესია ელექტროტექ­ნიკოსმა მამამ შეაყვარა. ,,2007 წელს დავამთავრე სა­ქართველოს ტექნიკური უნივერ­სიტეტი საინჟინრო მეცნიერე­ბათა ფაკულტეტი ენერგეტიკის განხრით. მამა იყო ენერგეტიკოსი და ბავშვობიდანვე ვეცნობოდი. ჩემი პროფესია ძალიან დეფიცი­ტურია, ასევე, რთული და შრო­მატევადი. მამამ მირჩია, რომ ამ ფაკულ­ტეტზე ჩამებარებინა, მეც მინდო­და, ჩვენი მოსაზრებები ერთმა­ნეთს დაემთხვა და შევისწავლე ეს პროფესია”.
გიორგის ერთი ჩვეულებრივი დღე დილის 9 საათზე იწყება. გარდა იმისა, რომ მას სტაბილური სამსახური აქვს, როგორც პროფე­სიონალი, კერძო კომპანიებსაც უწევს ერთჯერად მომსახურებას. ,,ამჟამად ვმუშაობ თელავის იუსტიციის სახლში ენერგეტიკო­სად. კიდევ კერძო ორგანიზაციებს ვუწევ ერთჯერად მომსახურებას, როცა უზიანდებათ ან ახლის მონ­ტაჟი ხდება. დილა იწყება 9 საათზე და მეწყება სამუშაო პროცესი. თუ კერძო რამე საქმე არ მაქვს, იუსტიციის სახლში ვარ და და­ზიანებულ სანათებს ვცვლი, ასევე, ვამოწმებ ელექტროფარებს, რათა გამართულად იმუშაოს პრობლე­მის გარეშე. როცა დაზიანება არ არის, 6 საათზე ვთავისუფლდები სამსახურიდან. თუ რთული ან დიდი ხნის სამუშაოა, შეიძლება, დილით ძალიან ადრე ავდგე და საღამოს გვიან დავასრულო ჩემი სამუშაო დღე“.
ჩვენი რესპონდენტი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ საქ­მეს, რომელსაც იგი ემსახურება დიდი სიყვარულითა და ხალისით აკეთებს. ,,ენერგეტიკა ბევრ სფეროს შეიცავს. რთულია, ვინმემ ყველა­ფერი კარგად იცოდეს. მე ავირჩიე ექსპლუატაცია (10/04 კვ. ეგხ და სატრანსფორმატორო პუნ­ქტების მონტაჟი-დემონტაჟი) და შევისწავლე ბოლომდე კარგად. ჩემთვის ეს უფრო ახლო იყო და მოთხოვნადი არის და იქნება. ენერ­გეტიკა დიდ შრომას მოითხოვს, როგორც თეორიულ, ასევე, პრა­ქტიკულ ცოდნას”.
გიორგისვე განცხადებით, მისი პროფესია გარდა იმისა, რომ საკ­მაოდ შრომატევადია, დიდ პასუ­ხისმგებლობას მოითხოვს. ,,ჩემი პასუხიმგებლობაა სამუშაოს, საქმის უსაფრთხოდ შესრულება”.
გიორგი ახალგაზრდებს ურ­ჩევს, რომ შეისწავლონ, დაეუ­ფლონ დეფიციტურ პროფესიებს, რომლებიც შრომის ბაზარზე საკ­მაოდ მოთხოვნადია და მიწოდება კი, შედარებით ნაკლები. ,,ახალგაზრდებს პირველ რიგ­ში, ექნებათ ხელობა და პრო­ფესია, რომელიც ყოველთვის მოთხოვნადია, მაგალითად, ელე­ქტროენერგია ყველა საწარმოში თუ საცხოვრებელ სახლში გვაქვს, ყოველთვის არის საქმე, შესაბამი­სად, ხარ დასაქმებული. ამ სფეროს სპეციალისტები შრომის ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია, მაგრამ ახალგაზრდობას არ სურს. ზოგს ეშინია და, ალბათ, მშობლებიც ეუ­ბნებიან, რომ საშიშია, ეს მიზეზიც შეიძლება ვივარაუდოთ. ნაკლებად მგონია, რომ ეს დაკავშირებული იყო ანაზღაურების საკითხებთან, შიშია მიზეზი.”


ბიბერახი – თელავის პარტნიო­რობის კომიტეტი ახორციელებს მასშტაბურ საგანმანათლებლო პროგრამას. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს GIZ გერმანიის ტექნიკური თანამშრომ­ლობის ფონდი, ,,კავკასიის ქალა­ქთა ქსელის“ მცირებიუჯეტიანი პროექტების ფარგლებში გერმა­ნიის განვითარებისა და თანამ­შრომლობის სამინისტრო. 
მხარდამჭერები: მეცნიერების და განათლების სამინისტრო, სპორ­ტისა და ახალგაზრდობის სამინის­ტრო , შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო. სკოლები, რესურს ცენტრები, უნი­ვერსიტეტი და პროფესიული კო­ლეჯები, არასამთავრობო სექტორი, სამთავრობო წარმომადგენლობა (გუბერნია და თელავის, ახმეტის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიცი­პალიტეტები და საკრებულოები) და რეგიონის ბიზნესის ფართო სპექტრი. თელავი გამოფენის მას­პინძელია. პროექტები 2004 წლიდან დაიწყო: თელავის რუკა, პირველი მუსიკალური სკოლის აღდგენა, საბაკალავრო სასწავლო პროგრა­მა – პროექტის მენეჯმენტი (სამშენე­ბლო და მცირე ბიზნესის მენეჯმენ­ტი), საყოფაცხოვრებო ნარჩენები/დასუფთავება და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გაუმჯობესება.