ახალი ამბები

შინაური ცხოველების მეპატრონეებს ვალდებულებები დაეკისრებათ

2026 წლის 1-ელი იანვრიდან კანონი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ ატაპობრივად ძალაში შედის. საკანონმდებლო პაკეტის სრულად ამოქმედების ვადა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 2028 წლის 1-ელ ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, პირველ ეტაპზე, ცხოველის მეპატრონე ვალდებული იქნება:

  • ცხოველის ავადობის შემთხვევაში, ის გადაიყვანოს ვეტერინარულ დაწესებულებაში;
  • დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის შემთხვევაში, უზრუნველყოს სააგენტოს ინფორმირება და მოახდინოს ცხოველის ვეტერინარული მეთვალყურეობა იზოლირებულად.
  • საზოგადოებრივი სავრცის დაბინძურების შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი მყისიერი დასუფთავება;
  • აანაზღაუროს ცხოველის მიერ სხვა პირისათვის მიყენებული ზიანი;
  • ცხოველის დაღუპვის შემთხვევაში, დაცემული ცხოველის გადაყვანა მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  • ცხოველების მოვლა-პატრონობის წესების დარღვევისთვის განსაზღვრული რეგულაციები ძალაში რამდენიმე ეტაპად შევა.