ახალი ამბები

რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

საქართველოში ოქროს ფასი ზრდას განაგრძობს. ამ დროისთვის თბილისის ოქროს ბირჟაზე 999-სინჯიანი 1 გრამი ოქრო 434 ლარი ღირს, 750-სინჯიანი – 325 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი 1 გრამი ოქროს ფასი 254 ლარია.

რაც შეეხება ვერცხლის ფასს, მისი ღირებულებაც დღიდან დღემდე მატულობს. კერძოდ კი, 800 სინჯის 1 გრამი ვერცხლი 6.91 ლარი ღირს, ხოლო 999 სინჯის – 8.63 ლარი.

მსოფლიო ბირჟებზე კი ერთი უნცია ოქრო, თბილისის დროით 12:30 საათისთვის, 4 480 დოლარი ღირს, რაც ერთდღიან პერიოდში 0.09%-ით შემცირებული ფასია. 1.42%-ით არის მომატებული ვერცხლის ფასი, ამ დროისთვის ერთი უნცია ბირჟებზე 94.12 დოლარი ღირს.