დღეს, თელავში, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, 8 დეკემბერს თელავში იმოქმედებს სატრანსპორტო მოძრაობის დროებითი შეზღუდვა.
8 დეკემბერს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, საახალწლო ღონისძიებებისთვის მზადების პროცესის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება გიორგი სააკაძის ქუჩაზე (ფიქრის ხიდიდან ალაზნის ბაზრობის მონაკვეთის ჩათვლით).

