ახალი ამბები

“ჩვენი ეკონომიკური პლატფორმის ძირითადი ასპექტი არის გადასახადების შემცირება”

მისი განცხადებით, პარტიას ქვეყნის განვითარებისთვის სხვადასხვა მიმართულებით საინტერესო იდეები აქვს. ჭიაბერაშვილის განმარტებით, ქვეყნის წინსვლისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის სახელმწიფოს შეზღუდული რესურსები მიზნობრივ ჯგუფებს უნდა მოხმარდეს.
,,კარგია, რომ გვეძლევა საშუალება პოლიტიკურ პარტიებს ჩვენი ეკონომიკური პლატფოტმა გავაცნოთ დემოკრატიის სკოლის მსმენელებს და კურსდამთავრებულებს. ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ხედვები და იდეები, რომელიც ქვეყნის წინსვლას, ეკონომიკის და სხვადასხვა სფეროების განვითარებას ისახავს მიზნად, გავაცნოთ საზოგადოებას, მივიღოთ შენიშვნები, მოვისმინოთ კრიტიკული კომენტარები და დისკუსიაში გავიაზროთ ხელახლა ეს საკითხები. ჩვენი ინიციატივაა საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება, ასევე აუცილებელია, მოხდეს ბიზნეს დავების დეკრიმინალიზაცია, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბიზნესმა თავისუფლად იგრძნოს თავი. სახელმწიფოს შეზღუდული რესურსები უნდა მოხმარდეს მიზნობრივად იმ ჯგუფებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება. რა თქმა უნდა ასეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მეტია ისეთი ადამიანების რიცხვი, რომელთაც სახელმწიფოს დახმარება სჭირდებათ. ჩვენ შეგვიძლია, ყაირათიანად გამოვიყენოთ მიზნობრივი სოციალური პოლიტიკით ეს თანხები და სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი მიდგომები განთლებასა და ჯანდაცვაშიც”,- განუცხადა Knews.ge-ს ზურაბ ჭიაბერაშვილმა.