1. კვერცხისა და ქათმის მწარმოებლები დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვენ
კომპანია „კოდას” რეალიზაციის მენეჯერი კახა მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ლარის დევალვაციის გამო ასევე გაიზარდა პროდუქციის თვითღირებულებაც, თუმცა კომპანია გასაყიდი ფასის ზრდას ვერ ახერხებს იმიტომ, რომ მოსახლეობას მისი ყიდვის საშუალება ჰქონდეს.
,,ბაზარზე ბევრი წვრილი ფერმერული მეურნეობები გაჩნდა, რომლებიც თვითღირებულებაზე ნაკლებად ჰყიდიან პროდუქციას. ეს კი ბაზარზე პრობლემას ქმნის. გარდა ამისა, მეფრინველეობის ბაზარიც უმართავი გახდა. გამოსავალი კი, დაწესებული კვოტაა. საფრანგეთში ჩვენგან განსხვავებით რძის წარმოება კვოტირებულია. სიტუაციის და ბაზრის ასე მიშვება კი ფასებს აგდებს. დღეს სექტორში ფასწარმოქმნის პოლიტიკა არ არსებობს. ახლა გადარჩენის პოლიტიკა მიდის. ამიტომ პროდუქციის გაყიდვა თვითღირებულებაზე იაფად ხდება. დარგში არსებულ ერთ-ერთ პრობლემად საგადასახადო რეჟიმია ასახელებს. კარგი იქნება, თუ მეფრინველეობის დარგი სოფლის მეურნეობის ყველა სხვა დარგივით დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლდება,”- განაცხადა მეგრელიშვილმა.