გაზგასამართი სადგურების უსაფრთხოების დაცვის წესები მკაცრდება
ახალი ნორმების მიხედვით, გაზგასამართი სადგურის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამოების აღმოჩენა ობიექტის მფლობელის 200 – დან 1500 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს.
ნებისმიერ სადგურის ფარულად ექსპლუატაცია 1000 ლარიან სანქციას დაექვემდებარება, ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა კი 750 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. კანონპროექტის ავტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.
,,გაზგასამართი სადგურები საქართველოში მომრავლდა და მათზე სახელმწიფოს მხრიდან დღეს ზედამხდველოიბა არ ხორციელდება. ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული გაზგასამართი სადგურები წარმოადგენს მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებს, შესაბამისად ამ ცვლილების თანახმად და მისი მიღების შემთხვევაში გაზგასამართ სადგურებზე განხორციელდება ტექნიკური ზედამხედველობა, რაც გულისხმობს, პირველ რიგში, მისი უსაფრთხოების წესების დადგენას’’,– განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ.
გაზგასამართი სადგურების მფლობელები პროდუქტის უსაფრთხოებისა დათავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილებების შეტანას მიესალმებიან.
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილების შედეგად, გაზგასამართი სადგურების უსაფრთხოებაზე მონიტორინგს და დაჯარიმებას, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის საააგენტო განახორციელებს.
სააგენტოს ხელმძღვანელი რატი აბულაძე კი აცხადებს, რომ აქამდე ეკონომიკის სამინისტროს ეს ფუნქცია არ ქონდა. აბულაძის თქმით, პარლამენტში შესაბამის ცვლილებებზე განხილვა უკვე მიმდინარეობს.