ახალი ამბები

2025 წელს საქართველოში 5 969 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა

საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის, (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად) გასულ 2025 წელს საქართველოში 5 969 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როცა 2024 წელს 5 866 ავარია მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდის ფონზე გაიზარდა როგორც დაშავებულთა, ასევე გარდაცვლილთა რაოდენობა. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს ავარიების შედეგად 469 ადამიანი გარდაიცვალა, 8 191 კი დაშავდა, 2024 წელს კი დაიღუპა 444 და დაშავდა 7 587 ადამიანი.

რაც შეეხება მიზეზებს, თუ რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევები, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს ყველაზე მეტი იყო – მოხვევის მანევრით – მომხდარი ავარიები, ჯამში 1 596 შემთხვევა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ შსს-ს 2025 წლის სტატისტიკაზე დაყრდნობით ავარიების გამომწვევი მიზეზების რაოდენობას:

მოხვევის მანევრი – 1 569 შემთხვევა
შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა – 1 319 შემთხვევა
ქვეითის მიერ გადასასვლელით არასათანადო სარგებლობა – 989 შემთხვევა
დისტანციის დაუცველობა – 886 შემთხვევა
მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება – 694 შემთხვევა
სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში – 424 შემთხვევა
შეჯახება დაბრკოლებაზე – 382 შემთხვევა
საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა – 329 შემთხვევა
გზაჯვარედინის გავლის წესების დარღვევა – 279 შემთხვევა
ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა – 170 შემთხვევა
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევისას – 122 ადამიანი; მოხვევის მანევრისას – 117 ადამიანი; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისას – 114 ადამიანი და მანქანის სიმთვრალეში მართვისას – 62 ადამიანი.