ახალი ამბები

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მომსახურებას აძვირებს

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მომსახურების საფასურები იზრდება.

კერძოდ, თბილისის საკრებულოს ახალი დადგენილებით, ძვირდება ცხოველთა ტრანსპორტირება, ცხოველების დაჭერა-გაყვანისა და ვეტერინარული მომსახურებები.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის 24 მარტის დადგენილების დოკუმენტით, ცხოველის ტრანსპორტირების საფასური 1-დან 3 ლარამდე მოიმატებს.

ახალი რედაქციით, ტრანსპორტირების მომსახურების საფასურები სხვადასხვა კატეგორიისთვის შემდეგნაირად განისაზღვრა:

ძაღლის, კატის შემთხვევაში – 2 ლარი (მოქმედი იყო 1 ლარი);
წვრილფეხა პირუტყვის შემთხვევაში – 4 ლარი (მოქმედი იყო 2 ლარი);
მსხვილფეხა პირუტყვის შემთხვევაში – 6 ლარი (მოქმედი იყო 3 ლარი).
რაც შეეხება ერთჯერადი დეზინფექციის ღირებულებას, 2-დან 5 ლარამდე გაიზარდა ძაღლის და კატის, ასევე წვრილფეხა პირუტყვის შემთხვევაში, ხოლო მსხვილფეხა პირუტყვის შემთხვევაში – 4 ლარის ნაცვლად 10 ლარი გახდა.

ახალი დადგენილების თანახმად, მომსახურებას დაემატა და განისაზღვრა ცხოველების ლეშის (ერთი ერთეული) ერთჯერადი ტრანსპორტირების საფასურიც. კერძოდ:

ძაღლი – 60 ლარი (დეზინფექცია 5 ლარი);
კატა – 40 ლარი ( დეზინფექცია 5 ლარი);
წვრილფეხა პირუტყვი – 60 ლარი (დეზინფექცია 5 ლარი);
მსხვილფეხა პირუტყვი – 180 ლარი (დეზინფექცია 20 ლარი).
დოკუმენტის მიხედვით, 20-დან 50 ლარამდე გაიზარდა და შემდეგნაირად განისაზღვრა სააგენტოს მიერ ცხოველების დაჭერა-გაყვანის ტარიფები:

ძაღლის დაჭერა-გაყვანა – 60 ლარი (მოქმედი იყო 40 ლარი);
კატის დაჭერა-გაყვანა – 50 ლარი (მოქმედი იყო 30 ლარი);
მსხვილფეხა პირუტყვის დაჭერა გაყვანა – 150 ლარი (მოქმედი იყო 100 ლარი);
წვრილფეხა პირუტყვის დაჭერა გაყვანა – 100 ლარი (მოქმედი იყო 60 ლარი);
იზრდება სააგენტოს მიერ ვეტერინარული მომსახურების ღირებულებაც. უფრო კონკრეტულად, სხვადასხვა სახის მომსახურების შემთხვევაში, ტარიფები 10-დან 20 ლარამდე იმატებს.

· სტერილიზაციის ოპერაცია – 100 ლარი (მოქმედი იყო 80 ლარი);
· კასტრაციის ოპერაცია – 80 ლარი (მოქმედი იყო 60 ლარი);
ანტირაბიული ვაქცინაცია:

თავშესაფარში – 20 ლარი (მოქმედი იყო 10 ლარი);
მისამართზე – 40 ლარი (მოქმედი იყო 23 ლარი).
კომპლექსური ვაქცინაცია:

თავშესაფარში – 30 ლარი (მოქმედი იყო 20 ლარი);
მისამართზე – 50 ლარი (მოქმედი იყო 33 ლარი).“
დადგენილება ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე.