ახალი ამბები

თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში გაიმართა

შაბათის ტრადიციული მარში 2 მაისს მედიის მხარდაჭერას  მიეძღვნა.  შაბათის მარში,  ფილარმონიიდან პარლამენტამდე საპროტესტო აქცია-მსვლელობით გაიმართა.

მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან შეკრებილებს შეუერთდნენ.

.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ საქართველოს მკვეთრი და დრამატული გაუარესება აქვს – კრიტიკული მედია რეპრესიული კანონების შედეგად გადარჩენისთვის ბრძოლაშია ჩართული.

კვლავ პატიმრობაში რჩება პირველი პატიმარი ჟურნალისტი ქალი, მზია ამაღლობელი – გაზეთ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი.

მარში ეხმაურება მედიის თავისუფლების დღეს, რომელიც 3 მაისს აღინიშნება.

საერთაშორისო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) თანახმად, 2026 წელს საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში, წინა წელთან შედარებით, 21 ადგილით ჩამოქვეითდა და 180 ქვეყანას შორის 135-ე ადგილზეა ჰონგ-კონგთან და ელ სალვადორთან ერთად.