ახალი ამბები

მასპინძელი ოჯახის შერჩევა მშვიდობის კორპუსის მოხალისისთვის

მედია ცენტრი კახეთი MCK ეძებს მსურველებს თელავში მშვიდობის კორპუსის პროგრამის ფარგლებში ჩამოსული მოხალისის სამასპინძლოდ.

“მშვიდობის კორპუსი” ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1961 წელს პრეზიდენტ ჯონ კენედის ინიციატივით დაფუძნდა. “მშვიდობის კორპუსი” საქართველოში 2001 წელს შემოვიდა. მას შემდეგ, საქართველოში 300-ზე მეტმა მოხალისემ იმსახურა. კვალიფიციური ადამიანური რესურსების გამოყენების გზით, “მშვიდობის კორპუსი” ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, აგრეთვე საქართველოსა და ამერიკას შორის მეგობრობის გაღრმავებას უწყობს ხელს.

მოხალისე მინიმუმ 6 თვეს დარჩება საქართველოში და იმუშავებს მედია ცენტრი კახეთი MCK ოფისში. ორგანიზაციის მიზანია ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერების ხელშეწყობა და შესაბამისი პროექტების/პროგრამების განხორციელება.

მასპინძელი ოჯახის ძირითადი მოთხოვნები:
** მასპინძელმა ოჯახმა უნდა უზრუნველყოს მოხალისე საცხოვრებელი ბინით (მისთვის გამოყოფილი ცალკე ოთახით) და სამჯერადი კვებით;
მოხალისეს უნდა ჰქონდეს თავისი ოთახის გასაღები;
** სველი წერტილი უნდა იყოს ბინაში ან ბინიდან არაუმეტეს 20 მეტრის დაშორებით;
** მასპინძელი ოჯახის საცხოვრებელი ბინა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ელექტროენერგიით, გათბობით, ტელეფონითა და ინტერნეტით;
** მასპინძელი ოჯახის ერთი წევრი მაინც უნდა საუბრობდეს ინგლისურად ელემენტარულ დონეზე;
**

მშვიდობის კორპუსი მასპინძელ ოჯახს ყოველთვიურად უხდის 730 ლარს, რის ფარგლებშიც მასპინძელმა ოჯახმა უნდა მიიღოს მოხალისე როგორც ოჯახის წევრი და უზრუნველყოს ის საცხოვრებელი პირობებითა და ყოველდღიური კვებით.
❑ ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით ოჯახები ყოველთვიურად დამატებით 95 ლარს (საერთო ჯამში 825 ლარს) მიიღებენ გათბობის ხარჯების დასაფარად. მასპინძელი ოჯახი უნდა დარწმუნდეს, რომ მოხალისის ოთახი საკმარისად თბება აღნიშნული თვეების განმავლობაში.
შესარჩევი ეტაპი:
მოხალისის მასპინძლობის მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სახელი, გვარი, საკონტაქტო ინდორმაცია და მისამართი შემდეგ ელ.ფოსტაზე: mediacenterkakheti@gmail.com
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: +995 598 577 337 . საკონტაქტო პირი: ლიკა ყარაულაშვილი
შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ “მშვიდობის კორპუსი” მასპინძელ ოჯახს ჩაუტარებს ტრენინგებს ორგანიზაციის წესების, პროცედურებისა და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.