ახალი ამბები

თელავში ავტობუსების გადაადგილებაში გარკვეულ მიმართულებებსა და ტერიტორიებზე დროებითი შეზღუდვები მოქმედებს

თელავის სატრნსპორტო სამსახურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ავტობუსების გადაადგილებაში გარკვეულ მიმართულებებსა და ტერიტორიებზე მოქმედებს დროებითი შეზღუდვები, ინტენსიური თოვის შედეგად გზებზე შექმნილი მოცურების საშიშროებისა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოქმედებს დროებითი შეზღუდვები:

N1 ავტობუსი – უნივერსიტეტის ქუჩა (ზუზუმბო), დავით რექტორის ქუჩა, საიათნოვას ქუჩა, გოგებაშვილის ქუჩა.
N6 ავტობუსი – გოშაძის ქუჩა.
N7 ავტობუსი – სოფელი შალაურში:
მე-8, მე-9, მე-11, მე-15, მე-18 და მე-20 ქუჩები.
N8 ავტობუსი – სოფელი ვარდისუბანი.
N10 ავტობუსი – სოფელ რუისპირი: მე-1, მე-2, მე-4 და მე-6 ქუჩები;
სოფელ იყალთო: მე-4, მე-5 და მე-14 ქუჩები.
N11 ავტობუსი – ფშაველი–ლალისყურის მიმართულებით შეზღუდვა მოქმედებს ლეჩურის მონაკვეთზე.

გთხოვთ, გადაადგილების დაგეგმვისას გაითვალისწინოთ არსებული შეზღუდვები.