ახალი ამბები

ბოლო დღეებში, საქართველოდან 14 ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს – შსს

ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 14 ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.

“მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, ბელორუსის, ეგვიპტის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ნიგერიის, რუსეთის, სომხეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ჩეხეთის, ჩინეთისა და თურქეთის – ჯამში 74 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.