ახალი ამბები

კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის ირანის უმაღლეს ლიდერად არჩევა მიულოცა

ირაკლი კობახიძე მოჯთაბა ხამენეის ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევას ულოცავს.

პრემიერის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ წერილში ხაზგასმულია საქართველოს ინტერესი ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართ.

„საქართველოს მთავრობის სახელით, გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევას. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას და ხალხს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. ირანელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია მილოცვაში.