ახალი ამბებიბლოგები

თუშური დღეობები

🛑ტრადიცია რომელიც საუკუნეებს ითვლის. მართალია დღევანდელ ცხოვრებაში ცოტა სახეცვლილად გვაქვს წარმოდგენილი, მაგრამ აქ ისევ ვხვდებით ხალხს, რომელსაც ეს ტრადიცია ცხოვრების წესად აქვს და მის გარეშე უბრალოდ არ შეუძლია.
🛑თუშური დღეობის ძირითადი დატვირთვა უცვლელია. ეს საუფლო დღესასწაულებია და თუშების რწმენის და მიხედვით ჩვენსავე სალოცავებს მივაგებთ პატივს.
🛑ასევე, დღეობის ერთ-ერთი მთავარი დატვირთვა გართობა იყო, რაც ნაომარი და ნაჯაფარი თუშებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
🛑დღეს თუშურმა დღეობებმა კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა მიიღო. დღეობების დამსახურებით წლის განმავლობაში დაკეტილი სახლები იხსნება და სოფლები ახმიანდება. დღეს თუში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მხოლოდ სადღეობოდ თუ ამოდის თუშეთში. ისინი აქ გაატარებენ ორიოდე კვირას, დაამწყალობებენ, მოილხენენ და დაბრუნდებიან ბარად.
🛑ეს ყველაფერი, თუნდაც ორი კვირით სრულიად საკმარისია გულის და თუშეთის გასახარებლად.
🛑საკმარისია პატარა ბავშვებისთვის, რომ შეიყვარონ აქ ცხენის ჭენება და უბრალოდ ბუნების სილაღე რაც მათ მთელს ცხოვრებას გასტანს და აუცილებლად მოუნდება უკან დაბრუნება.
🛑თუშეთში უბრალოდ ახლოს ხარ ბუნებასთან, ადამიანებთან, წარსულთან და მომავალთანაც კი!
🛑თუშეთი ისტორიაა!
🛑თუშეთი სიყვარულია!
🛑თუშეთი სიცოცხლეა!

წყარო:Shio’s Stonehouse