რამდენ ქვეყანაში იმოგზაურებთ ქართული პასპორტით
Henley Passport Index-ის 2025 წლის რეიტინგის ბოლო განახლებით მიხედვით, რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს. ქართული პასპორტით უვიზო მოგზაურობა 123 ქვეყანაშია შესაძლებელი, რითაც, ბოლო განახლებით, ქვეყანა რეიტინგში 46-ე ადგილს იკავებს.
საქართველოს პასპორტის სიძლიერით რუსეთი და თურქეთი მოსდევს. კერძოდ, რუსეთი 114 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობით 50-ე ადგილზე გავიდა, თურქეთმა კი 113 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლით 51-ე ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, 72-ე ადგილს 71 ქვეყანაში უვიზო მოგზაურობით იკავებს აზერბაიჯანი. მას კი რეიტინგში მოსდევს სომხეთი 72-ე ადგილითა და 67 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით.
რეიტინგის მიხედვით კი, მსოფლიოსი ყველაზე ძლიერი პასპორტების TOP-ათეული ასე გამოიყურება:
სინგაპური – 193 უვიზო მიმართულება;
სამხრეთ კორეა – 190 უვიზო მიმართულება;
იაპონია – 189 უვიზო მიმართულება;
გერმანია, იტალია, ესპანეთი, ლუქსემბურგი, შვეიცარია – 188 უვიზო მიმართულება;
ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, ირლანდია, ნიდერლანდები – 187 უვიზო მიმართულება;
საბერძნეთი, უნგრეთი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პორტუგალია, შვედეთი – 186 უვიზო მიმართულება;
ავსტრალია, ჩეხეთი, მალტა, პოლონეთი – 185 უვიზო მიმართულება;
ხორვატია, ესტონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, გაერთიანებული სამეფო – 184 უვიზო მიმართულება;
კანადა – 183 უვიზო მიმართულება;
ლატვია, ლიხტენშტაინი – 182 უვიზო მიმართულება.
Henley Passport Index-ის რეიტინგი გვიჩვენებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია ამა თუ იმ ქვეყანაში უვიზო მოგზაურობა. რეიტინგი საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებს ეფუძნება და მოიცავს 199 პასპორტს და 227 ქვეყანას.

