ახალი ამბები

ფხოველში მდებარე ტალახის ვულკანი გომბორის ქედზე

საქართველოში ტალახის ვულკანები ძირითადად გავრცელებულია გომბორის ქედზე და ივრის ზეგანზე.

ცივ-გომბორის ქედის სამხრეთ ფერდზე არსებული ფხოველის ტალახის ვულკანის პეტროგეოქიმიური მახასიათებლების განსაზღვრა.

ამ მახასიათებლების კორელაცია მასთან სივრცობრივად და სტრუქტურულად ახლოს მყოფ ცნობილ ახტალის სამკურნალო ტალახის ვულკანთან და ამ ვულკანების ტალახის წყაროს საკითხის გარკვევა; მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე ფხოველის ტალახის ვულკანის სამკურნალო თვისებების პოტენციალის შეფასება.

ტალახის ვულკანი გომბორის ქედზე, ფხოველი
ფოტო: ზვიად თურმანიძე

ჩატარებული კვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ როგორც ფხოველის ასევე ახტალის „ვულკანების“ ტალახები ძირითადად აგებულნი არიან სმეკტიტების ჯგუფის თიხური მინერალებით მონტმორინოლითით და ილიტით. პეტროგეოქიმიური პარამეტრებითაც ეს ტალახები სრულ იდენტურობას ავლენენ და ისინი მიეკუთვნება ფუძე შედგენილობის, სუბტუტე რიგის წარმონაქმნებს. ამ ტალახებში იდენტურია მიკროელემენტებისა და რადიაქტიური ელემენტების თორიუმისა და ურანის შემცველობებიც.

ტალახის ვულკანი გომბორის ქედზე, ფხოველი
ფოტო: ზვიად თურმანიძე

აღსანიშნავია, რომ როგორც ფხოველის, ასევე ახტალის ტალახებში ნორმულთან შედარებით თითქმის ერთი რიგითაა მომატებული დარიშხანის კონცენტრაცია (აღწევს 10 გ/ტ-ს), ერთი რიგითაა გაზრდილი ასევე თუთიის კონცენტრაცია (აღწევს 145 გ/ტ-ს) და სამჯერაა გაზრდილი თორიუმის შემცველობა (აღწევს 12 გ/ტ-ს). ჩვენს მიერ ჩატარებული პეტროგეოქიმიური
კვლევის შედეგების ანალიზიდან ვუშვებთ, რომ დიდი ალბათობით, ფხოველის „ვულკანის“ ტალახს ისეთივე სამკურნალო თვისებები უნდა გააჩნდეს, როგორიც ახტალის.


ტალახის ვულკანი გომბორის ქედზე, ფხოველი
ფოტო: ზვიად თურმანიძე

სამაგისტრო ნაშრომის ავტორი: ანი მარტყოფლიშვილი