რეგიონში, დიდთოვლობის გამო, ელექტროენერგიის მიწოდებაზე პრობლემები შეიქმნა
უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, კახეთის რეგიონში, პრობლემები შეიქმნა ელექტროენერგიის მიწოდებაზე. რეგიონში აბონენტთა ნაწილს დენი არ მიეწოდება.
„ენერგო – პრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ ტექნიკური სამსახურები აქტიური რეჟიმში მუშაობენ და მოსახლეობას დენის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგება.
ელექტროენერგია არ მიეწოდება თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში აბონენტთა ნაწილს. პრობლემები იყო ახმეტის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ამ დროისთვის აბონენტთა ურავლესობას უკვე მიეწოდება ელექტროენერგია.
განსაკუთრებით უხვი ნალექია თელავში, სადაც მუნიციპალურმა ტრანსპორტმაც შეაჩერა მუშაობა, შეფერხებაა ცენტრალურ ქუჩებზეც. ამ დრომდე, რეგიონში, გზებზე გადაადგილება კვლავ შეზღუდვით ხდება.

