თოვის გამო, სიღნაღის მუნიციპალიტეტში გზები ინტენსიურად იწმინდება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თოვლის გამო, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.
,,ქალაქ სიღნაღის ცენტრალურ ქუჩებსა და გარეუბნებში მძიმე ტექნიკის საშუალებით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები და იყრება ქვიშა-მარილი.
სიღნაღი-ნუკრიანის, სიღნაღი-ანაგის და სიღნაღი – წნორის მონაკვეთზე მოძრაობა შეუფერხებლად არის შესაძლებელი.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ტექნიკურად გამართული ავტოტრანსპორტით და გადაადგილებისას გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე”,- აცხადებენ მერიაში.




