ახალი ამბები

საქართველოში 2 020 400 ავტომობილია რეგისტრირებული

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2 020 400 ერთეულს გადააჭარბა. ამის შესახებ მომსახურების სააგენტოს {რეალურ დროში} მონაცემებიდან ჩანს.

აღნიშნულ სტატისტიკაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ბოლო 1 თვეში საქართველოში ყოველდღიურად რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა საშუალოდ, 600-დან 350-მდე შემცირდა.

„ბიზნესპრენსიუსი“ აღნიშნულ სტატისტიკას იყენებს იმისთვის, რომ თვალსაჩინო იყოს, თვეში რეგისტრირებული ავტომობილების საშუალო მაჩვენებელი. კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, თუ აქამდე, თვეში საშუალოდ 16 000 მანქანა გადიოდა რეგისტრაციას, თებერვალში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 9 000-მდე შემცირდა.

შენიშვნის სახით აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომობილების გარკვეული ნაწილი, შესაძლოა, შემდგომ რეექსპორტზე გავიდეს. თუმცა, საქართველოში რეგისტრირება ნიშნავს, რომ შიდა სატრანზიტო ნომრის გამოყენების 2-თვიანი ვადა უკვე გასულია, შესაბამისად, ავტომობილი ქვეყანაში საშუალოდ 2 თვე იმყოფება.

ამასთან,მომსახურების სააგენტოს {რეალურ დროში} მონაცემებით, ქვეყანაში უკვე 1 694 862 მართვის მოწმობაა გაცემული.