ახალი ამბები

2 მარტიდან თელავის მუნიციპალურ ტრანსპორტში კონტროლის პროცესი მკაცრდება

ა(ა)იპ თელავის სატრანსპორტო სამსახური გაცნობებთ, რომ 2026 წლის 2 მარტიდან მუნიციპალურ ტრანსპორტში კონტროლის პროცესი მკაცრდება.

,,შეგახსენებთ, რომ მგზავრობის საფასურის გადახდის დაუფიქსირებლობა, აგრეთვე სხვა პირის სატრანსპორტო ბარათით სარგებლობა, წარმოადგენს მგზავრობის წესების დარღვევას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას, მგზავრობის დაწყებისთანავე დააფიქსიროთ გადახდა და გამოიყენოთ მხოლოდ თქვენი კუთვნილი სატრანსპორტო ბარათი, ვინაიდან ზემოაღნიშნული წესების დარღვევა კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობასა და დაჯარიმებას იწვევს.

მგზავრობის წესების დაცვა მნიშვნელოვანია უსაფრთხო, კომფორტული და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, გთხოვთ, თქვენი პასუხისმგებლიანი ქმედებით ხელი შეუწყოთ მუნიციპალური ტრანსპორტის გამართულ და ეფექტიან ფუნქციონირებას”,- აცხადებენ თელავის სატრანსპორტო სამსახურში.