ახალი ამბები

თელავში თოვლისგან გზების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

თოვლის გამო, თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

თელავის მუნიციპალიტეტია მერიის ინფორმაციით, ქალაქ თელავის ცენტრალურ ქუჩებსა და გარეუბნებში მძიმე ტექნიკის საშუალებით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ხდება გზების გამავლობის ეტაპობრივი აღდგენა.

,,ამ ეტაპზე სრულად აღდგენილია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მოსახლეობას ყველა ძირითად მარშრუტზე.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გადაადგილდნენ ტექნიკურად გამართული ავტოტრანსპორტით, დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები და გადაადგილებისას გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე”,-აცხადებენ მერიაში.