,,საქართველოს მეაბრეშუმეთა ასოციაცია” იწყებს მზადებას აბრეშუმის პარკის წარმოების სეზონისთვის
,,საქართველოს მეაბრეშუმეთა ასოციაცია” იწყებს მზადებას აბრეშუმის პარკის წარმოების სეზონისთვის.
,,თუ გსურთ, ჩაერთოთ ამ საუკუნოვანი ტრადიციის გაცოცხლებაში, აბრეშუმის ჭიის გამოზრდაში, პარკის წარმოებაში, ასოციაცია გთავაზობთ:
წვდომას აბრეშუმის ჭიაზე ტრენინგებს და პრაქტიკულ რჩევებს, რაც დაგეხმარებათ აბრეშუმის ჭიის მოვლის პროცესში, რათა აწარმოოთ ხარისხიანი პარკი
უფასო სახელმძღვანელოებს
გარდა ამისა, ასოციაცია აკეთების აბრეშუმის პარკის შემსყიდველთა წინასწარ სიას. შედეგად, შეძლებთ დროულად დაუკავშირდეთ მეაბრეშუმეებს, რათა შეძლოთ სასურველი რაოდენობის პარკის მიღება. თქვენი მცირე შენაძენიც კი დაეხმარება და მოტივაციას მისცემს მეაბრეშუმეებს, გააგრძელონ და განავითარონ აბრეშუმის პარკის წარმოება!
გაქვთ შესალებლობა გახდეთ ‘საქართველოს მეაბრეშუმეთა ასოციაციის’ წევრი და მიიღოთ მონაწილეობა მეაბრეშუმეობის დარგის აღდგენაში!
დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, მისწერეთ პირად შეტყობინებაში ფეისბუქ გვერდზე, ან დაუკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 591703832; 595738616″,– აცხადებენ ,,საქართველოს მეაბრეშუმეთა ასოციაციაში”.
ნახეთ აბრეშუმის წარმოებაზე მომზადებული ვიდეო:

