ახალი ამბები

კახეთში ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერებისთვის 10 მლნ ლარი დაიხარჯება

მთავრობა რეგიონებში გადამცემი ხაზების გაძლიერებისთვის ჯამში 15 მლნ ლარს გამოყოფს. ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობასთან დაკავშირებით 30 დეკემბერს მთავრობამ ორი დადგენილება მიიღო.

პირველ დადგენილებაში წერია, რომ დონორი ორგანიზაციების მეშვეობით დაფინანსებული პროექტების: 500 კვ ეგნ წყალტუბო-ახალციხე-თორთუმის (EU-NIF, KfW), ჩრდილოეთის რგოლის (EBRD), ნამახვანი-წყალტუბო-ლაჯანურის ( EBRD, EU-NIF, KfW), 500 კვ ეგb ჯვარი-წყალტუბოს (WB), გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა (EU-NIF, KfW) და კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერების (KfW) განხორციელების მიზნით, დაევალოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მისთვის „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული „სასისტემო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების პროგრამით“ გამოყოფილი ასიგნებებიდან სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის 10 მლნ ლარის კაპიტალური ტრანსფერის სახით გადაცემა.

მეორე დადგენილების თანახმად, დონორი ორგანიზაციების მეშვეობით დაფინანსებული პროექტების: 500 კვ ეგხ წყალტუბო-ახალციხე-თორთუმის (KfW, Nif), გურიის ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა (KfW) და ხელედულა-ლაჯანური-ონის (KfW) განხორციელების მიზნით, დაევალოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მისთვის „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული „სასისტემო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების პროგრამით“ გამოყოფილი ასიგნებებიდან სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის 5 მლნ ლარის კაპიტალური ტრანსფერის სახით გადაცემა.