მთავრობამ 8 მაისი ღვინის ეროვნულ დღედ გამოაცხადა
მთავრობამ 8 მაისი ღვინის ეროვნულ დღედ გამოაცხადა.
ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 339-ე განკარგულებიდან ირკვევა, რომ „ღვინის ეროვნული დღე“ ყოველი წლის 8 მაისს აღინიშნება.
„ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობისა და უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის, ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის და მასთან დაკავშირებული ტრადიციების წარმოჩენის მიზნით:
ა) დაწესდეს „ღვინის ეროვნული დღე“;
ბ) „ღვინის ეროვნული დღე“ აღინიშნოს ყოველი წლის 8 მაისს.“, – წერია განკარგულებაში.

